ხველა ხშირად გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, რაც შეიძლება მიუთითებდეს დიდი და პატარა ბრონქების, ასევე ტრაქეის ანთებაზე. სასუნთქი სისტემის დაავადებების ძირითადი სიმპტომი სწორედაც ხველაა, თავდაპირველად მშრალი და შემდეგ პროდუქტიული. როგორც წესი, ბრონქიტს თან ახლავს გაციებისთვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომები – შემცივნება, სისუსტე, ცხელება.
ბევრი ადამიანი სათანადოდ ვერ აფასებს ბრონქიტს და მას ისევე განიხილავს, როგორც გაციებას, თვლის, რომ ეს არ არის ძალიან სერიოზული დაავადება,რაც მცდარი შეხედულებაა. უპირველეს ყოვლისა, ბრონქიტი შეიძლება ქრონიკული გახდეს, რაც იწვევს ბრონქებისა და ფილტვების სერიოზულ დაზიანებას, დროთა განმავლობაში კი სუნთქვის უკმარისობის განვითარებას. მეორეც, ბრონქიტი შეიძლება რთული ფორმით მიმდინარეობდეს, რომელსაც შესაძლებელია თან ახლდეს ქოშინი. ამ შემთხვევაში უკვე საუბრობენ ობსტრუქციულ ბრონქიტზე ან ასთმური კომპონენტის მქონე ბრონქიტზე. ასეთი ფორმები უფრო ახლოს არის ბრონქულ ასთმასთან, ვიდრე გაციებასთან.
ბრონქიტის ასეთი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას ბოლომდე უნდა ვუმკურნალოთ. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი მიდრეკილია ბრონქიტის რეციდივების განვითარებისკენ, მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას ყველა რისკის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მის განმეორებას. ესენია: ცხვირ-ხახის ქრონიკული ინფექციები, დამაბინძურებლებთან კონტაქტი (აეროვანი გზით გავრცელებული კომპონენტები, რომლებიც აღიზიანებს სასუნთქ გზებს – მტვერი და ქიმიკატები).
ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების სწორად მკურნალობა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი კომპონენტების შემცველი კომპლექსური ბიორეგულაციური პრეპარატები. ბავშვებისთვის ასეთი პრეპარატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ არ აქვთ უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე, ისინი ხელს უწყობენ ბავშვის საკუთარი ავტორეგულაციური მექანიზმების ამოქმედებას და ანთებითი პროცესის სრულად დასრულებას, რაც ხელს უშლის დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლას.
ბრონქიტის სამკურნალოდ შეგვიძლია გირჩიოთ ბრონქალის-ჰეელის ტაბლეტები (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში). ქრონიკული ბრონქიტის, სპაზმური და გახანგრძლივებული ხველის დროს შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ ტარტეფედრელის (10 წვეთი 3-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში, ხველის შეტევების დროს – 10 წვეთი ყოველ 15 წუთში) და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატ ტრაუმელი S-ის მიღება (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).