უნდა აღვნიშნოთ, რომ ანთება არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი, უფრო სწორად კი, მთელი სიმპტომოკომპლექსი. ანთებისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: ტკივილი, შეშუპება, ტემპერატურის მატება და დაზიანებული ორგანოს ფუნქციის დარღვევა (მაგ. სახსარში). ანთების ნიშნების დათრგუნვა პრაგმატული, არცთუ სწორი მეთოდია, რამდენადაც ანთებით პროცესს გააჩნია თავისი დადებითი მხარეები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. სწორედ ამიტომ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავა, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, პარაცეტამოლი და სხვა) გამოყენება სადაო საკითხია.
ძველად ექიმებმა იცოდნენ, რომ ანთებას (ცხელება, როგორც მას ადრე უწოდებდნენ) შემდგომი გაუმჯობესება მოყვება. თვით ჰიპოკრატე ამბობდა: “მომეცით ძალა, რომ გამოვიწვიო ცხელება და ნებისმიერ დაავადებას განვკურნავ“. მან არ იცოდა არც იმუნური სისტემის, არც მისი მოქმედების მექანიზმების შესახებ, თუმცა სწორ დასკვნას აკეთებდა. პარაცელსი, შუასაუკუნეების ექიმი კი, ცხელებას ბუნებრივ მკურნალს უწოდებდა.
ამ ფენომენის შესწავლის საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა თანამედროვე ჰომეოპათიის განვითარებით – ე.წ. ბიორეგულაციური თერაპია. მისი ფუძემდებელი, გერმანელი ექიმი და მეცნიერი, ჰანს ჰაინრიხ რეკევეგი თავის ნაშრომებში აღნიშნავს, რომ „ანთების ცეცხლში იწვის დაავადება“. მისი თეორიიდან გამომდინარე, ანთება საშუალებას იძლევა მოახდინოს ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინების მობილიზება და უსაფრთხოდ გამოდევნოს ისინი. ასეთი მიდგომა საფუძვლად დაედო სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო ეფექტური პრეპარატების შექმნას.
ტრაუმელ S – ანთების ეფექტური მოდულატორი
ტრაუმელ S ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თანამედროვე ბიომარეგულირებელი პრეპარატია, რომელიც ახდენს ანთებით პროცესზე ზემოქმედებას. მის შემადგენლობაში 14-მდე მცენარეული და მინერალური წარმოშობის კომპონენტია. ზოგიერთი მათგანი (მაგ. ექინაცეა) ებრძვის უშუალოდ ინფექციის გამომწვევს, ზოგი (არნიკა, აკონიტი) აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას. გვირილისა და კრაზანას ექსტრაქტი კი ხსნის მწვავე ტკივილს. მათი კომბინაცია გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მუშაობაზე.
ტრაუმელ S ამყარებს წონასწორობას ლიმფოციტებს შორის, ისე რომ ებრძვის ანთებას და ამავდროულად არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას ან სხვა გვერდით ეფექტს. პრეპარატი ინიშნება ანთებით მიმდინარე მრავალი სხვადასხვა დაავადების დროს – ტრავმებიდან და სახსრებში მწვავე ტკივილით დაწყებული, კანის ქრონიკული პათოლოგიებით დამთავრებული.
ტრაუმელ S ყველაზე მეტად შესწავლილი ბიომარეგულირებელი პრეპარატია. ექიმებისათვის ცნობილია როგორც მისი მოქმედების მექანიზმი, ისე გამოყენების თავისებურებები. კონკრეტული დაავადების მიხედვით გამოიყენება ინექციის (მაგ. ინტრამუსკულარულად, მტკივანი კუნთის მიდამოში), წვეთების, აბებისა და
მალამოს (დაიტანება მტკივან ადგილას ან დაზიანებული სახსრის არეში) სახით.
კლინიკური კვლევებით ნაჩვენები იქნა, რომ ტრაუმელ S ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (მაგ. დიკლოფენაკს). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, ეპიკონდილიტის დროს შედეგი ტრაუმელის შემთხვევაში 4-ჯერ უფრო სწრაფად დგება დიკლოფენაკთან შედარებით. შესაბამისად, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბიომარეგულირებელი საშუალებები შედარებით ნელა მოქმედებს, მცდარია. ამგვარად ტრაუმელ S სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება პრობლემას, რაც ასე მნიშვნელოვანია მტანჯველი ტკივილის დროს.
თანამედროვე კვლევები ტრაუმელ S-ის შესახებ
რევმატიზმის დაძლევის ევროპის ლიგის მიერ დადასტურებულ იქნა ტრაუმელ S-ის ეფექტურობა. აგვისტოს თვეში გამოქვეყნდა დიდი კლინიკური კვლევის (TAASS) შედეგები, რომელიც მიმდინარეობდა თანამედროვე მტკიცებითი მედიცინის პრინციპების შესაბამისად. კვლევით შესწავლილ იქნა პრეპარატის მოქმედება კოჭ-წვივის სახსრის ტრავმისა და დაჭიმულობის დროს, რამაც აჩვენა, რომ ტრაუმელ S თავისი შედეგით არ ჩამოუვარდება ტრადიციულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს (დიკლოფენაკს). სწრაფად ახდენს ტკივილის მოხსნა და კუჭ-წვივის სახსრის ფუნქციის აღდგენას.
შედარებით ადრე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ ტრაუმელ S ხასიათდება კარგი ამტანობით, ვიდრე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სხვა პრეპარატები, რის გამოც ეფექტურ და უსაფრთხო ნატურალურ ალტერნატივას წარმოადგენს.
ანთების საწინააღმდეგო არსტეროიდული საშუალებები, როგორიცაა დიკლოფენაკი და იბუპროფენი, დიდი ხანია გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, თუმცა მისი გამოყენება დაკავშირებულია მთელ რიგ გვერდით ეფექტებთან: გულისრევა, კუჭის ტკივილი, აირების დაგროვება, ღებინება.
გერმანიაში 2012 წელს ჩატარებული იქნა გამოკითხვა 250 ადამიანის მონაწილეობით, რომლებიც მოიხმარდნენ ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს. გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 63%-მა იცოდა პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ, 18%-ში აღინიშნებოდა არასასურველი მოვლენები და 92%-მა განაცხადა, რომ არ მიიღებდა აღნიშნულ პრეპარატს ეფექტური ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში.
TAASS კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ტრაუმელ S (მალამო) – ერთადერთი ნატურალური საშუალებაა, რომლის ეფექტურობაც კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობის დროს 1%-იანი დიკლოფენაკის გელის ანალოგიურია.
„ტრავმებს შორის კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამასთან ბევრი არ მიმართავს ექიმს, რადგან ტრავმას უმნიშვნელოდ მიიჩნევს, თუმცა მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ანთება ქრონიკულ ხასიათს იღებს და სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს თვეებისა და წლების მანძილზე. მკურნალობის ძირითად კონცეფციას ტკივილის გაყუჩება წარმოადგენს. კვლევებით დადასტურებული იქნა ასევე ტრაუმელ S-ის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ეს არის საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრავმის შემდგომ პერიოდში, ადრეულ სტადიაზე“, – განაცხადა კვლევის შედეგების წარდგენისას პროფესორმა კეტი სპიდმა (დიდი ბრიტანეთი, კემბრიჯის ჯანმრთელობის ცენტრი).
ამგვარად, ბიომარეგულირებელი საშუალებებისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად დამზადებული პრეპარატი ტრაუმელ S აღიარებულია თანამედროვე მედიცინის მიერ, როგორც ანთებითი დაავადებებისა და ტრავმების სამკურნალო მაღალეფექტური პრეპარატი. იგი განიხილება არა მხოლოდ როგორც დამატებითი თერაპიის სახით, არამედ წარმოადგენს მკურნალობის სრულფასოვან უსაფრთხო ალტერნატივას.