ბევრი დედისთვის კარგად ნაცნობია შფოთვის განცდა, როცა ბავშვს ეწყება სურდო, რადგან არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს და გადაიქცევა თუ არა უფრო სერიოზულ პრობლემად.
ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების დაზიანების სიმპტომების გაჩენის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს: სახლის მტვერზე ბანალური ალერგიიდან დაწყებული სხვადასხვა ინფექციებამდე. ბავშვებისთვის დაავადების საწყის ეტაპზევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ფუნქციის დროულად გაძლიერება და დაცვა, ასევე დაავადების პროგრესირებისა და გართულების პრევენცია.
როგორ მოქმედებს ეუფორბიუმ კომპოზიტუმი?
ეუფორბიუმ კომპოზიტუმის ცხვირის სპრეი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს 8 ბუნებრივ კომპონენტს მიკროდოზებით. პრეპარატის ყველა კომპონენტის კომპლექსური მოქმედება განაპირობებს მის სამმხრივ ეფექტს:
- ანტივირუსული მოქმედება
ეუფორბიუმ კომპოზიტუმი ხელს უწყობს ორგანიზმში რესპირატორული ვირუსების გავრცელების შენელებას, მისი კომპონენტების ანტივირუსული და იმუნომაკორეგირებელი მოქმედების დახმარებით.
2. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
პრეპარატი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და გაღიზიანების შემცირებას, მისი კომპონენტების ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი თვისებების მეშვეობით.
3. რეგენერაციული მოქმედება
ეუფორბიუმ კომპოზიტუმი ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენის პროცესების დაჩქარებას და ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციონირების ნორმალიზებას.
პრეპარატ ეუფორბიუმ კომპოზიტუმს აქვს მაღალი უსაფრთხოების პროფილი. გვერდითი მოვლენები შემადგენელ კომპონენტებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის სახით ძალზე იშვიათია.
სასარგებლოა იცოდეთ!
განსხვავება სისხლძარღვების შემავიწროვებელ ცხვირის სპრეებთან შედარებით:
სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის მქონე სტანდარტულ პრეპარატებთან შედარებით, ეუფორბიუმ კომპოზიტუმი არა მხოლოდ სიმპტომების აღმოფხვრას ახდენს, არამედ მოქმედებს დაავადების გამომწვევ მიზეზებზე. კლასიკური სისხლძარღვების შემავიწროვებელი ცხვირის სპრეები ამცირებენ სისხლის ნაკადს ცხვირის ლორწოვან გარსში, რამაც შეიძლება შეამციროს შეშუპება და ცხვირიდან გამონადენის რაოდენობა, თუმცა, სისხლის ნაკადის შემცირებასთან ერთად, მცირდება იმუნური პასუხის აქტივობა, ისევე როგორც ცხვირის ეპითელიუმის თვითაღდგენის უნარი.
გარდა ამისა, ფართოდ გამოყენებულ, სტანდარტულ ცხვირის სპრეებს შეუძლიათ დააზიანონ ცხვირის ლორწოვანი გარსის ამომფენი ე.წ. მოციმციმე ეპითელიუმი. აღნიშნულმა სტრუქტურამ შეიძლება ატროფია განიცადოს და შეწყვიტოს პათოგენებისგან დამცავი ფუნქციის შესრულება. ამიტომ სტანდარტული ცხვირის სპრეების გამოყენება შესაძლებელია არა უმეტეს 5-7 დღისა, ზოგის კი არა უმეტეს 3 დღისა. ბავშვებში ეს გვერდითი მოვლენა კიდევ უფრო გამოხატულია და შეიძლება გამოიწვიოს ინფექციური ან ანთებით მიმდინარე გართულებების განვითარება, შეშუპებისა არარსებობის შემთხვევაშიც კი.
ეუფორბიუმ კომპოზიტუმს არ აქვს სისხლძარღვების შემავაწიროვებელი ეფექტი, მაგრამ აქვს თერაპიული მოქმედება, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ბუნებრივი წინააღმდეგობის გაძლიერებას გარე პათოგენური ფაქტორების მიმართ.
ეუფორბიუმ კომპოზიტუმის გამოყენების ჩვენებები
ეუფორბიუმ კომპოზიტუმი ინიშნება სასუნთქი გზების ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს, როგორც ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და ცხვირის ლორწოვანის აღმდგენი მოქმედების საშუალება.
ეუფორბიუმ კომპოზიტუმის მიღების წესი და დოზირება
- მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1-2 შესხურება ორივე ნესტოში დღეში 3-5-ჯერ;
- 6-11 წლამდე ბავშვებში: 1 შესხურება ორივე ნესტოში დღეში 3-5-ჯერ;
- 2-5 წლამდე ბავშვებში: 1 შესხურება ორივე ნესტოში დღეში 3-ჯერ.
ეუფორბიუმ კომპოზიტუმი – თქვენი ბავშვის თავისუფალი სუნთქვისთვის!