მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი 

მთელი ოჯახის ორმაგი დაცვა გაციებისგან

დღევანდელ დღეს მსოფლიო დიდი  გამოწვევის წინაშე დგას , კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს და აღნიშნული საკითხი წარმოადგენს გლობალურ პრობლემას.

ვირუსის შემთხვევები ორივე სქესის   და ყველა ასაკის პაციენტებში აღინიშნება. მოცემული პრობლემის გამო იზღუდება ადამიანების ყოფითი ცხოვრების წესი. აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია გატარდეს პრევენციის ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვირუსული ინფექციის განვითარება,    ხოლო მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის და გრიპის პირველივე ნიშნებისთანავე პაციენტმა მიმართოს ექიმს . შესაბამისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ და ვიზრუნოთ პაციენტების კეთილდღეობაზე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოვახდინოთ იმუნური სისტემის და ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების აქტივირება . რაშიც გვეხმარება გერმანული მწარმოებელი კომპანია Heel -ის ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული მედიკამენტები რომელიც ვთვლი რომ ამ ეტაპისთვის გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოების და ეფექტურობის პროფილით .

პროფილაქტიკისთვის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს ეფექტურია  პრეპარატების გრიპ-ჰეელი-ს და ენგისტოლი-ს მიღება.

ქართველი მომხმარებელი  უკვე 20 წელია გრიპჰეელი-ს და ენგისტოლი-ს ხარისხს, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას მაღალ შეფასებას აძლევს. გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატები კარგად ავსებენ ერთმანეთს.

გრიპჰეელმა თავი დაიმკვიდრა, როგორც მაღალეფექტურმა პროფილაქტიკურმა პრეპარატმა, რადგან იგი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ზრდის ინფექციის მიმართ.

ამ პრეპარატების მიღება რეკომენდებულია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს (მრვი). ენგისტოლი-ს და გრიპჰეელი-ს  ერთობლივი გამოყენება მოგიხსნით დაავადების ძირითად სიმპტომებს, ხელს შეუწყობს გამოჯანმრთელების პერიოდის შემცირებას და მინიმუმამდე დაიყვანს გართულებების განვითარებას. ამავდროულად, ამ პრეპარატებს არ გააჩნიათ პირდაპირი ანტივირუსული მოქმედება, არამედ ისინი ორგანიზმის არასპეციფიკური დაცვითი მექანიზმების აქტივაციას უწყობენ ხელს.

    ენგისტოლი მცენარეული და მინერალური კომპონენტებისგან შედგება. Vincetoxicum hirundinaria-ს ნედლი ფოთლები შეიცავენ ვინცეტოქსინსა და ასკლეპის მჟავას. ეს მცენარე გამოიყენება მწვავე ანთებითი პროცესების დროს, რომელსაც თანსდევს სხეულის მაღალი ტემპერატურა, უპირატესად ვირუსული ეტიოლოგიის, ინფექციური მონონუკლეოზისა და ლიმფადენიტის დროს.

(Sulfur) გოგირდი უხდება სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. იგი ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებსა და დეზინტოქსიკაციურ პროცესებს ვირუსული ინფექციების დროს, დეტოქსიკაციის ფერმენტული მექანიზმების აღდგენის გზით, განსაკუთრებით სულფიდური ჯგუფების (SH) ფერმენტებს.

ამიტომ, პრეპარატ ენგისტოლის ძირითადი მოქმედება – არაპირდაპირი ანტივირუსული (იმუნომოდულირებადი) და დეზინტოქსიკაციურია

ენგისტოლი – კომპანია Heel -ის საბაზისო სამკურნალო პრეპარატია მრვი-ის მკურნალობისას, ასევე გრიპის მკურნალობისთვის. იგი გამოიყენება ვირუსული ინფექციების პირველივე სიმპტომებისას და ავადმყოფობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

გრიპჰეელი, ისევე როგორც ენგისტოლი, შედგება ნატურალური წარმოშობის კომპონენტებისგან. (conitum) გამოიყენება სხეულის მაღალი ტემპერატურისას, განსაკუთრებით ინტოქსიკაციის ნიშნებისას, ხველის დროს. (ryonia) აქტუალურია სასუნთქი ორგანოების მწვავე ანთებების დროს, პლევრისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს. შემადგენლობაში შემავალი (upatorium)-ის საშუალებით, გრიპჰეელი გამოიყენება გრიპის დროს, რომელსაც თანსდევს სხეულის მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით კუნთების ტკივილითა და ცხელებით. (hosphorus)-ი გამოიყენება სასუნთქი ორგანოების ანთების დროს, მძიმე ინფექციური დაავადებების დროს, დაუძლურების დროს. (achesis) – გველის შხამი, გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და ანთებითი პროცესების დროს, განსაკუთრებით თავის ტკივილისა და ლარინგიტის დროს.

მრავალკომპონენტური შემადგენლობის დახმარებით, გრიპჰეელი ახდენს კომპლექსურ დეზინტოქსიკაციურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. აღნიშნულ პრეპარატს იყენებენ მკვეთრად გამოხატული მრვი-სა და გრიპის სიმპტომების დროს (სხეულის მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი და ციებ-ცხელება), ასევე გამოიყენება დაავადების საწყის ფორმებში, პროფილაქტიკისთვის ეპიდემიის დროს.

ენგისტოლისა და გრიპჰეელის უსაფრთხოების პროფილის მახასიათებლები საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ისინი ბავშვებსა (გრიპ ჰეელი – 6 წლიდან, ენგისტოლი – დაბადებიდან) და ორსულებში. განსაკუთრებით აქტუალურია ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივად ავადობენ ვირუსული ინფექციებით.

ენგისტოლისა და გრიპჰეელის ერთობლივი გამოყენების რეკომენდებული სქემები:

ტაბულა 1               მრვისა და გრიპის დროს

 

დილა შუადღე საღამო
შემოდგომაზამთრის სრული პერიოდის მანძილზე ენგისტოლი
მრვისა და გრიპის ეპიდემიის დროს ენგისტოლი1,2 გრიპ ჰეელი2
ავადმყოფთან კონტაქტის შემდეგ ენგისტოლი გრიპ ჰეელი გრიპ ჰეელი

 

ტაბულა 2                     მრვისა და გრიპის მკურნალობა

ავადობის პირველივე სიმპტომებისას (ინიცირებად რეჟიმში), შემდეგ ავადმყოფობის მთელი პერიოდის მანძილზე სრულ გამოჯანმრთელებამდე. ენგისტოლი
ინტოქსიკაციის გამოხატული სიმპტომების დროს (ტკივილი სხეულში,  კუნთების ტკივილითავის ტკივილიან/და მაღალი ტემპერატურის დროს (>38 °С) გრიპ ჰეელი

 

 

ზოგჯერ, გარკვეული პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციის კითხვის დროს ალბათ ფიქრობთ, რა უფრო მეტია მასში- სარგებელი თუ ზიანი?

გრიპ-ჰეელი-სა და ენგისტოლი-ს შემთხვევაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ აღნიშნული პრეპარატები გარდა იმისა, რომ სრულიად უსაფრთხოა, ასევე ახდენს კომპლექსურ მოქმედებას. ამის დასტურია კლინიკური კვლევები და მრავალწლიანი გამოყენების გამოცდილება.