ბავშვებისთვის ზაფხული აქტიური თამაშებისა და გართობის დროა, მაგრამ ამ დროს ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი დაავადებები. წინასწარ მოემზადეთ, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში სწრაფად და ეფექტურად დაეხმაროთ თქვენს პატარას. რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას და როგორ გამოვიყენოთ გერმანული ფარმაცევტული კომპანია „Heel“-ის მედიკამენტები მათ მოსაგვარებლად?
- მზის დამწვრობა და მწერების ნაკბენი
ზაფხული გვახარებს კაშკაშა მზით, მაგრამ მზეზე ხანგრძლივმა გაჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს მზის დამწვრობა. გარდა ამისა, ბავშვები შეიძლება მწერებმა დაკბინონ. ასეთ შემთხვევებში დასახმარებლად მზად არიან “Heel”-ის მედიკამენტები. მზის დამწვრობისა და მწერების ნაკბენის სიმპტომების შესამსუბუქებლად რეკომენდებულია ტრაუმელ S-ის მალამოს გამოყენება, რომელიც შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს, ისინი სწრაფად ხსნიან ანთებას, ხელს უწყობენ კანის შეხორცებასა და ამცირებენ ქავილის შეგრძნებას.
- საჭმლის მონელებასთან და კუჭთან დაკავშირებული პრობლემები
ზაფხულში დიეტის ცვლილებამ ან ჰიგიენის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში კუჭისა და საჭმლის მონელების პრობლემები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზებისთვის განკუთვნილი “Heel“-ის პრეპარატები ხელს უწყობენ ბავშვებში საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის აღდგენას. ასეთ პრეპარატებს შორისაა: ნუქს-ვომიკა-ჰომაკორდი წვეთების და გასტრიკუმელი ტაბლეტების ფორმით. ნუქს-ვომიკა-ჰომაკორდი ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელების პროცესის ფუნქციური დარღვევების დროს და აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას. გასტრიკუმელი გამოიყენება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევების დროს. ასევე მნიშვნელოვანია ვიბურკოლის სანთლების გამოყენება, რომელიც ეხმარება ბავშვებს სპაზმებისა და კოლიკების დროს, ათავისუფლებს შფოთვისგან და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
- გაციებით მიმდინარე დაავადებები
ბავშვები ზაფხულშიც კი შეიძლება დაავადდნენ ტემპერატურის ცვლილების ან ცივ წყალთან კონტაქტის გამო. იმუნიტეტის გაუმჯობესებისთვის და აღდგენისთვის შეგიძლიათ Heel-ის მედიკამენტებს მიმართოთ, რომლებიც შექმნილია სპეციალურად გაციების სიმპტომების წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთ-ერთი საიმედო დამხმარეა ვიბურკოლის სანთლები. ისინი ბავშვებში კარგად გადაიტანება, თავისი მოქმედებით ათავისუფლებენ ბავშვებს ინტოქსიკაციის სინდრომისგან, ხსნიან ლეთარგიას, ახდენენ ტემპერატურის ნორმალიზებას, ხელს უწყობენ ინფექციებთან ბრძოლას და უზრუნველყოფენ გართულებების თავიდან აცილებას. ენგისტოლის ტაბლეტებს აქვთ ანტივირუსული მოქმედება, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი მექანიზმების გააქტიურებას. საუკეთესო თერაპიული შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია მედიკამენტების მიღება მაინიცირებელი სქემის მიხედვით (ყოველ 15 წუთში 2 საათის განმავლობაში ასაკობრივი დოზის შესაბამისად). ვირუსული დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია გრიპ-ჰეელის ტაბლეტებით, რომლებიც კარგად ეხმარება ორგანიზმს გრიპის მსგავსი ინფექციის სიმპტომების სამკურნალოდ, მაღალი სიცხისა და სისუსტის დროს.
იმისთვის, რომ თქვენი შვილისთვის უდარდელი ზაფხული იყოს, მნიშვნელოვანია მოემზადოთ შესაძლო დაავადებებისთვის. ბუნებრივ და უსაფრთხო კომპონენტებზე დაფუძნებული Heel-ის პრეპარატები დაგეხმარებათ ზაფხულის დაავადებებთან გამკლავებაში. გახსოვდეთ, რომ მედიკამენტების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და საუკეთესო შედეგის მისაღებად მიჰყვეთ პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებს.