2026 წლის 18 აპრილს, Radisson Blu Iveria Hotel-ში, 10:30 საათზე გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი თემაზე — „ბიორეგულაციური თერაპია სისტემურ მედიცინაში: ანთებიდან აღდგენამდე.“
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება თანამედროვე კლინიკური გამოწვევები და მათი სისტემური მართვის პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქრონიკულ ანთებას, ნეიროჰუმორული რეგულაციის დარღვევას, ენერგეტიკულ დეფიციტსა და რეგენერაციის პროცესებს. ასევე ცალკე ბლოკებად განიხილება მიკრობიოტა და მისი როლი ორგანიზმის რეგულაციაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები და მათი მართვა, ნევროლოგიური მიმართულება, აგრეთვე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები და აღდგენის თანამედროვე მიდგომები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — თერაპევტები, პედიატრები, ნევროლოგები, გასტროენტეროლოგები, ოჯახის ექიმები, ტრავმატოლოგები და სხვა კლინიკური პრაქტიკოსები, რაც ქმნის პროფესიული გამოცდილების გაზიარებისადა თანამედროვე, მექანიზმებზე დაფუძნებული მიდგომების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმას. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა მიიღოთ პრაქტიკულად გამოყენებადი, თანამედროვე ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ კლინიკური გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაში.