
მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი
ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიურ ინგრედიენტებს:
Atropa bella-donna D 6 11,0 მგ
Calcium carbonicum Hahnemanni D 8 75,0 მგ
Matricaria recutita D 4 25,0 მგ
Plantago major D 4 25,0 მგ
Pulsatilla pratensis D 6 50.0 მგ
Solanum dulcamara D 6 25,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 89,0 მგ
მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ
ჩვენება:
მოუსვენრობისა და გაღიზიანება ცხელებით ან მის გარეშე, ჩვილებსა და ბავშვებში (მაგ. კბილების ამოსვლისას, მუცლის მსუბუქი ტკივილი, უძილობა). საერთო ინფექციების სიმპტომური მკურნალობა.
უკუჩვენებები:
ალერგია (მომატებული ჰიპერმგრძნობელობა) ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ.
გამოყენებისას სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
თუ სიმპტომები გრძელდება ან გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში 38 °C-ზე მაღალი სიცხის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
ჩვილი ექიმმა უნდა ნახოს არაუგვიანეს ავადმყოფობის მეორე დღისა.
ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ბავშვს აქვს ლაქტოზას (რძის შაქრის) აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები:
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ ჰომეოპათიურმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა არც არის ეს მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
თქვენი ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული
წამლების შესახებ, თუნდაც ისინი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებია.
დოზირება და მიღების წესი:
თუ სხვა რამ არ არის მითითებული
სტანდარტული დოზა:
2 წლამდე: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში.
2-5 წელი: 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში.
6-11 წელი: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
მწვავე ან საწყისი დოზა:
2 წლამდე: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 საათში ერთხელ, 4-ჯერ დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.
2-5 წელი: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 სთ-ში, 6-ჯერ დღეში, შემდეგ კი გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.
6-11 წელი: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 სთ-ში, 8-ჯერ დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზით.
მიღების მეთოდი:
სასურველია ტაბლეტი გაიხსნას პირის ღრუში და შემდეგ გადაყლაპოთ. ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტის დაქუცმაცება და მცირე რაოდენობით წყლის დამატება. ეს წამალი უნდა იქნას მიღებული საკვებიდან განცალკევებით.
შეფუთვა:
შეფუთვა, რომელიც განთავსებულია 50 ტაბლეტი.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი
შენახვა:
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ (Biologische Heilmittel Heel GmbH)
დრ-რეკევეგის ქ. 2-4,
76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
დისტრიბიუტორი:
შპს ბიომედიკა (Biomedica Ltd.)
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 38
0186 თბილისი, საქართველო