ენგისტოლი

აღწერა

  ენგისტოლი / Engystol 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი. 

გამოშვების ფორმა: #50 ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Vincetoxicum hirundinaria D6, Vincetoxicum hirundinaria D10, Vincetoxicum hirundinaria D30 შესაბამისად 75 მგ; Sulphur D4, Sulphur D10 შესაბამისად 37.5 მგ; ასევე, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

ჩვენება: ორგანიზმის არასპეციფიკური დამცველობითი მექანიზმების გააქტივება ვირუსული, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას: ვირუსული ჰეპატიტები (მწვავე და ქრონიკული); ჰერპესი, ცმვ (მ.შ. ორსულებისაც), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვ.; მრვი, გრიპი; ბავშვთა ინფექციური დაავადებები; სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა); ინფექციური ხასიათის გულის დაავადებები (ენდო-, მიო-, პერიკარდიტები და სხვ.; ცნს-ის ვირუსული ეტიოლოგიის  დაავადებები; კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ფურუნკულოზი და ა.შ.; ნებისმიერი სახეობის ალერგია, მ.შ. გაზაფხულის სურდო; შაკიკი, ნევრალგია, კაუზალგია.

მიღების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება  სუბლინგვალურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში. ბავშვები:  6-11 წელი – 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში; 2-5 წელი – 1 ტაბ. 1-2-ჯერ დღეში; 2 წლის ქვემოთ – 1 ტაბ. 1-ჯერ დღეში. 

მწვავე მდგომარეობისას, ან მკურნალობის დაწყებისას: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბ. ყოველ 1/2 – 1 საათში ერთხელ, 12 მიღებამდე დღეში;  შემდეგ გადავდივართ სტანდარტულ დოზირებაზე. ბავშვები:  6-11 წელი – 1 ტაბ. 1-2 საათში ერთხელ, 8 მიღებამდე დღეში; შემდეგ გადავდივართ სტანდარტულ დოზირებაზე. 2-5 წელი – – 1 ტაბ. 1-2 საათში ერთხელ, 6 მიღებამდე დღეში; შემდეგ გადავდივართ სტანდარტულ დოზირებაზე. 2 წლის ქვემოთ – 1 ტაბ. – 1 ტაბ. 1-2 საათში ერთხელ, 4 მიღებამდე დღეში; შემდეგ გადავდივართ სტანდარტულ დოზირებაზე.

პროფილაქტიკის მიზნით ტაბლეტები მიიღება  შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ერთჯერადი ასაკობრივი დოზა დღეში ერთხელ, გრიპის ეპიდემიის პერიოდში  დღეში 2-ჯერ.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: 

არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო. 

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: 

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე. 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი ქარხანა: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენბადენი, გერმანია

დრრეკევეკის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა 

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15 

ენგისტოლი / Engystol

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა:

 # 5 ამპულა.

შემადგენლობა: 1.1 მლ ამპულა შეიცავს: Vincetoxicum hirundinaria D66.6 მკლ., Vincetoxicum hirundinaria D106.6 მკლ., Vincetoxicum hirundinaria D30 6.6 მკლ., Sulphur D43.3 მკლ., Sulphur D10 3.3 მკლ.; ასევე, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.

ჩვენება: ორგანიზმის არასპეციფიკური დამცველობითი მექანიზმების გააქტივება ვირუსული, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას: ვირუსული ჰეპატიტები (მწვავე და ქრონიკული); ჰერპესი, ცმვ (მ.შ. ორსულებისაც), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვ.; მრვი, გრიპი; ბავშვთა ინფექციური დაავადებები; სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა); ინფექციური ხასიათის გულის დაავადებები (ენდო-, მიო-, პერიკარდიტები და სხვ.; ცნს-ის ვირუსული ეტიოლოგიის  დაავადებები; კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ფურუნკულოზი და ა.შ.; ნებისმიერი სახეობის ალერგია, მ.შ. გაზაფხულის სურდო; შაკიკი, ნევრალგია, კაუზალგია.

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ)  კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას  ვენაში  – 1-3ჯერ კვირაში, მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.  

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. 

ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს. 

განსაკუთრებული მითითება: