აღწერა
გამოყენების ინსტრუქცია
Angin-Heel SD
ანგინ-ჰეელი SD (Angin-Heel SD)
ტაბლეტები
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
Hydrargyrum bicyanatum (Mercurius cyanatus) D8 30 მგ
Phytolacca americana D4 30 მგ
Apis mellifica D4 30 მგ
Arnica montana D4 30 მგ
Hepar sulfuris D6 60 მგ
Atropa bella-donna D4 60 მგ
შემავსებლები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი 60 მგ
მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ
ჩვენება:
ტონზილიტი.
უკუჩვენება:
ანგინ-ჰეელი SD – (Angin –Heel SD) არ გამოიყენება იმ პაციენტებში ვისაც აღენიშნება შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, განსაკუთრებით რთულ ყვავილოვანთა ოჯახის (მაგ.: არნიკა) წარმომადგენლებზე.
არ გამოიყენოთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები:
როგორც ყველა განუსაზღვრელი ან მდგრადი სიმპტომების შემთხვევაში,
თუ 39 C-ზე მაღალი ტემპერატურა გრძელდება სამ დღეზე მეტი და ტონზილიტის სიმტომების კუპირება არ მოხდა, რეკომენდირებულია მიმართოთ ექიმს.
ამ მედიკამენტში არსებული ჰომეოპათიურმა განზაცებებმა არ გამოავლინეს ტოქსიკურობა ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, თუ თქვენ გაქვთ ლაქტოზის (რძის შაქრის) აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სიმპტომების გაუარესების ან გახანგრძლივების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის სფეროში.
გვერდითი ეფექტი:
ჰომეოპათიურმა მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი მაგ: მომატებული ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია); ამ შემთხვევაში პროდუქტის მიღება უნდა შეწყდეს.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული, თქვენს მიერ მიღებული მედიკამენტების შესახებ, ურეცეპტო წამლების ჩათვლით.
დოზირება და მიღების წესი:
თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული:
სტანდარტული დოზირება:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის და მეტი ასაკის:
1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბავშვები:
6-11 წლის: 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ.
1-5 წლის: 1/2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
მწვავე მდგომარეობის ან საწყისი დოზირება:
მოზრდილები
(და ბავშვები 12 წლის და მეტი ასაკის):
1 ტაბლეტი ყოველ 1/2 -დან 1 საათში ერთხელ, 12 მიღებამდე დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზირებით.
ბავშვები:
6-11 წლის: 1 ტაბლეტი ყოველ 1-დან 2 საათში ერთხელ, 8 მიღებამდე დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზირებით.
1-5 წლის: 1/2 ტაბლეტი ყოველ 1-დან 2 საათში ერთხელ, 12 მიღებამდე დღეში და შემდეგ გააგრძელეთ სტანდარტული დოზირებით.
მიღების წესი:
ტაბლეტი ორალური მიღებისთვის (სუბლინგვურად), აცალეთ დაშლა პირის ღრუში და შემდეგ გადაყლაპეთ. ბავშვებისთვის შეგიძლიათ დაშალოთ ტაბლეტი და დაამატოთ მცირე ოდენობის წყალი. ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ კვებიდან გარკვეული დროის შემდეგ.
შეფუთვა:
შეფუთვა, რომელშიც მოთავსებულია 50 ტაბლეტი.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი
შენახვის წესი:
განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს;
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
(BiologischeHeilmittel Heel GmbH)
დრ. რეკევეგის ქ. 2-4
76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
დისტრიბიუტორი:
შპს ბიომედიკა (Biomedica)
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 38
0186 თბილისი, საქართველო
+99532 215 91 15