ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 50 ტაბ. სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Chelidonium D4, Nux moschata D4 – შესაბამისად 30 მგ; Phosphorus D6 – 15 მგ, Veratrum D6 – 60 მგ; Colocynthis D6 – 90 მგ, Lycopodium D3, China D3 – შესაბამისად 30 მგ; Carduus marianus D2 – 15 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
ჩვენება: ღვიძლის ფუნქციის პირველადი და მეორადი დარღვევები, ღვიძლის სხვადასხვა დაზიანებები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ. გაძლიერებული მგრძნობელობა ქინინის მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.