მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 1.1 მლ ამპულები პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1.1 მლ 1 ამპულა შეიცავს: Cimicifuga racemosa D4, Cimicifuga racemosa D10, Cimicifuga racemosa D30, Cimicifuga racemosa D200 – შესაბამისად 8.8 მკლ, Strontium carbonicum D8, Strontium carbonicum D30, Strontium carbonicum D200 – შესაბამისად 2.2 მკლ; ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0.9%) ხსნარი.
ჩვენება: ოსტეოქონდროზი – განსაკუთრებით ხერხემლის კისრის მიდამოს; მანთაშუა ნევრალგიით განპირობებული ვერტებროგენული ტკივილები; ასევე გამოიყენება წელის არეში ტკივილისას.
მიღების წესი და დოზირება:სტანდარტული დოზირება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ 1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH 76532 ბადენ–ბადენი, გერმანია დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი: შ.პ.ს ბიომედიკა ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 0186 თბილისი, საქართველო +995 32 215 91 15