ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 1.1 მლ #5 ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ამპულა 1.1 მლ შეიცავს: Causticum Hahnemanni Д12, Д30, D200 – 0,367 მლ. ასევე, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.
ჩვენება: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ყველა სახის დამწვრობის, რადიაციული დაავადების, რადიუმის შეყვანის შემდგომი დარღვევების, კობალტის, რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენების დროს.
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში, (პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად), მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.