მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი 

გრიპ ნოზოდ ინელ. 1,1 მლ. 1 ამპულა/ Grippe-Nosode-Injeel

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

 

გამოშვების ფორმა: ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1,1 მლ შეიცავს Influenzinum-Nosode D10 – 0,367 მლ, Influenzinum-Nosode D30 – 0,367 მლ, Influenzinum-Nosode D200 – 0,367 მლ,   დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ინექციისთვის განკუთვნილი წყალი.

ჩვენება:  გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობებისთვის

აღწერა

  • გრიპის შემდეგ განვითარებული გართულებები:
    • ნაზოფარინგიტი
    • ქრონიკული სინუსიტი
    • ფარინგიტი
    • ქრონიკული ლარინგიტი და ლარინგოტრაქეიტი
    • რევმატული ტკივილი, რომელიც თან ახლავს სისუსტეს, დაღლილობას, გულის პრობლემებს, სისხლის მიმოქცევის დარღვევას
    • კიდურებში სისუსტის შეგრძნება
  • ხშირი განმეორებადი გაციებებისადმი მიდრეკილება
  • პროფილაქტიკის მიზნით (აქტიური იმუნიზაცია).
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე (მათ შორის ბავშვებში), რომელიც დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციასთან (ჰიპოთირეოზი)

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას  ვენაში, (პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად), მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.

 

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

 

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;

 

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

 

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

 

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

 

შეფუთვა: #10 ამპულა შეფუთვაში.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

 

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15