მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი 

ცერებრუმ სუის-ინელ ფორტე / Cerebrum suis-Injeel forte 1.1 მლ. 1 ამპულა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ამპულა, 1.1 მლ = 1.1 გ): აქტიური ინგრედიენტები: Cerebrum suis Dil. D8 (HAB, Vorschrift 42a) – 0.275 მლ, Cerebrum suis Dil. D12 (HAB, Vorschrift 42a) – 0.275 მლ, Cerebrum suis Dil. D30 (HAB, Vorschrift 42a) – 0.275 მლ Cerebrum suis Dil. D200 (HAB, Vorschrift 42a) – 0.275 მლ.

ჩვენება: გონებრივი გადაღლილობისა და განვითარების დარღვევების მდგომარეობები; ტვინის ფუნქციური სისუსტე და ცირკულაციის მოშლა, პროგრესირებადი პარალიზი (მკურნალობის შემდეგ), პარაპლეგია, არტერიოსკლეროზული დემენცია, ენცეფალომალაცია.

 

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) 1-3-ჯერ კვირაში კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას  ვენაში, (პერიარტიკულარულად, პარავერტებრალურად), მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: # 10 ამპულა.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15