
მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 50გ შეიცავს: Aqua: Alconol: Paraffinum Liquidum; Petrolatum; Cetearyl Alcohol; Urea; Tocopheryl Acetate; Sodium Cetearyl Sulfate; Sodium Citrate; Citric Acid. ასევე, თხევადი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი (ტიპი A) ემულსირებადი, პარაფინი – თეთრი რბილი, გამოხდილი წყალი, ეთანოლი(96%).
ჩვენება: კანის წყლულების შეხორცება, ალერგიული და ინფექციური ეგზემა. შარდოვანას ხუთ პროცენტიანი კრემი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, რომელსაც აქვს განსაკუთრებით დამატენიანებელი თვისებები.
მიღების წესი და დოზირება: დღის განმავლობაში დაიტანეთ შესაბამისი რაოდენობის მალამო, ნაზად შეიზილეთ სრულ გაწოვამდე. დღეში 2-3-4 ჯერ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები:
მოერიდეთ კონტაქტს ლორწოვანთან, ღია ჭრილობებთან, დაზიანებულ კანთან და თვალთან.
სიმპტომების გაუარესების ან/და გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არ წაისვათ მალამო კანის ფართო უბანზე.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ საჭიროებს
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: 50 გრამის შემცველი ტუბი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15