ფარმაკოლოგიური პრეპარატი: სტრესის საწინააღმდეგო კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Passiflora incarnata Dil. D2, Avena sativa Dil. D2, Coffea arabica Dil. D12, Zincum isovalerianicum Dil. D4 შესაბამისად 0,6 მგ. ასევე Magnesiumstearat, Lactose-Monohydrat.
ჩვენება: სტრესული მდგომარეობა და მისი შედეგები; სხვადასხვა გენეზის ნევროზული და ნევროზის მსგავსი სინდრომი; ძილის დარღვევები (უძილობა); მოუსვენარი (ზერელე) ძილი.
უკუჩვენება: შესაძლო ინდივიდუალური მომატებული ზემგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტი: არ არის დადგენილი. პრეპარატი ხასიათდება შესანიშნავი ტოლერანტობით, არ იწვევს მიჩვევას.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტაზის უკმარისობით, ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით – არ ინდა მიიღონ პრეპარატი.