ნევროჰელი

აღწერა

გამოყენების  ინსტრუქცია

 

ნერვოჰეელი N   (Nervoheel N)

ტაბლეტები

 

ჰომეოპათიური პრეპარატი

 

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

 

Acidum phosphoricum                                               D 4                               60 mg

Ignatia                                                                         D 4                               60 mg

Kalium bromatum                                                       D 4                               30 mg

Sepia officinalis                                                           D 4                               60 mg

Zincum isovalerianicum                                            D 4                               30 mg

 

შემავსებელი:  

ლაქტოზის მონოჰიდრატი  60 მგ.

მაგნიუმის სტეარატი      1,5 მგ

 

ჩვენება:

ზოგადი გამოფიტვა ნერვული ჩივილებით.

 

უკუჩვენება:

ცნობილი ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ.

 

გაფრთხილება:

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზს. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სათანადო დოკუმენტირებული გამოცდილების ნაკლებობის გამო პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს ოსრულობისა და ლაქტაციის დროს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, რომლებიც არ ქრება, არ ექვემდებარება განსაზღვრას ან ახალია უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, ისინი შეიძლება გამოჩნდეს იმ მდგომარეობის გამო, რომელიც მოითხოვს სამედიცინო გამოკვლევას.

 

გვერდითი ეფექტი:

არ არის ცნობილი.

 

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

 

 

დოზირება და მიღების წესი:

თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის და ზემო ასაკის: 1 ტაბლეტი პირის ღრუში გასაწუწნად დღეში 3-ჯერ.

 

შეფუთვა:  

შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 50 ტაბლეტი.

 

ვარგისიანობის ვადა:   5 წელი

 

შენახვა:

განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

 

მწარმოებელი:

ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ  (Biologische Heilmittel Heel GmbH)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

დრ-რექევეგ-შტრასე 2-4,

76532 ბადენ-ბადენი, გერმანია

 

დისტრიბიუტორი:

შპს ბიომედიკა (Biomedica)

ანა პოლიტოვსკაიას ქ. 38,

0186 თბილისი, საქართველო

+99532 215 91 15