მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი 

მატრიცეელ 100 ტაბ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

ჩვენება: დეტოქსიკაციური და მადრენირებელ მოქმედებას მთელ ორგანიზმზე; ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; ლიმფურ დრენაჟის მომაწესრიგებელი; იმუნოკორექტირება; ანტიოქსიდაცია;

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:

  • Coenzym A Trit. D10 – 3.75 mg
  • Curpum sulfuricum Trit. D10 – 3.75 mg
  • Fucus vesiculosus Trit. D10 – 3.75 mg
  • Lycopodium clavatum Trit. D4 – 3.75 mg
  • Naja tripudians Trit. D10 – 3.75 mg
  • Natrium pyruvicum Trit. D5 – 3.75 mg
  • Selenium Trit. D10 – 3.75 mg
  • Zincum metallicum Trit. D10 – 3.75 mg

დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

აღწერა

დოზირება: ბავშვები 6 -დან 11 წლამდე 1 ტაბლეტი 2 -ჯერ დღეში მწვავე შემთხვევებში: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 საათში 8-ჯერ დღეში. შემდეგ მკურნალობა სტანდარტული დოზით 1 ტაბლეტი 2 -ჯერ დღეში.ბავშვები 2 -დან 5 წლამდე 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეშიმწვავე შემთხვევებში: 1 ტაბლეტი ყოველ 1-2 საათში 6-ჯერ დღეში. შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა სტანდარტული დოზით 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. მოზრდილებში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია (გრძნობადობა) ბარაქსპოროვზე (Lycopodium clavatum), სხვა აქტიურ ნივთიერებებზე ან დამხმარე ინგრედიენტებზე.

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომებიტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი #100 ტაბლეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15