აღწერა

გამოყენების ინსტრუქცია
ვერტიგოჰელი (Vertigoheel)
ტაბლეტები პერორალურად მიღებისთვის
ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
Anamirta cocculus D4 210 mg
Conium maculatum D3 30 mg
Ambra grisea D6 30 mg
Petroleum rectificatum D8 30 mg
შემავსებლები:
მაგნიუმის სტეარატი 1.5 მგ
ჩვენება:
სხვადასხვა წარმოშობის თავბრუსხვევა.
უკუჩვენება:
ცნობილი ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ.
გვერდითი ეფექტი:
ისევე, როგორც ყველა წამალმა, ამ ჰომეოპათიურმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება.
ცალკეულ შემთხვევებში მოხსენებული იყო კანის გარდამავალი ალერგიების შესახებ.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს ამ სამედიცინო პროდუქციის მიღებამდე.
თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის დარგში.
ისევე, როგორც ნებისმიერ წამალთან, თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, ამ პროდუქციის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის ჯანდაცვის მუშაკს.
დოზირება და მიღების წესი:
1 ტაბლეტი დაიშალოს პირის ღრუში 3-ჯერ დღეში.
შეფუთვა:
შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 100 ან 250 ტაბლეტი.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი
შენახვა:
განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ (Biologische Heilmittel Heel GmbH)
დრ-რექევეგ-შტრასე 2-4,
76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
დისტრიბიუტორი:
შპს ბიომედიკა (Biomedica)
ანა პოლიტოვსკაიას ქ. 38,
0186 თბილისი, საქართველო
+99532 215 91 15

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.