ექინაცეა კომპოზიტუმი

აღწერა

ექინაცეა კომპოზიტუმ SN / Echinacea compositum SN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი 

გამოშვების ფორმა:

 # 5 ამპულა

შემადგენლობა: 2,2 მლ ხსნარი შეიცავს: Echinacea angustifolia D322 მკლ., Aconitum napellus D322 მკლ., Sanguinaria canadensis D422 მკლ., Sulphur D822 მკლ., Baptisia tinctoria D422 მკლ., Lachesis mutus D1022 მკლ., Bryonia D622 მკლ., Eupatorium perfoliatum D622 მკლ., Pulsatilla pratensis D822 მკლ., Hydrargyrum bichloratum D822 მკლ., Thuja occidentalis D822 მკლ., Influenzinum-Nosode D1322 მკლ., Phosphorus D822 მკლ., Cortisonum aceticum D1322 მკლ., Streptococcus haemolyticus-Nosode D1822 მკლ., Staphylococcus-Nosode D1822 მკლ., Phytolacca americana D622 მკლ., Zincum metallicum D1022 მკლ., Gelsemium sempervirens D622 მკლ., Hepar sulphuris D1022 მკლ., Toxicodendron guercifolium  D422 მკლ., Arnica montana D422 მკლ., Arsenicum album (Acidum arsenicosum) D822 მკლ., Argentum nitricum D822 მკლ., Euphorbium D6 22 მკლ. ასევე, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.

ჩვენება: ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი სისტემის სტიმულირება შემდეგი მდგომარეობების დროს: სხვადასხვა ლოკალიზაციის მწვავე და ქრონიკული  ანთებითი და  ჩირქოვან-ანთებითი  პროცესები – ფურუნკულოზი, კარბუნკული, პანარიციუმი, აბსცესი, ფლეგმონა, ფისტულები (მ.შ. ოსტეომიელიტის დროს); ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა; ფილტვის აბსცესი და განგრენა, პლევრის ემპიემა; მასტიტი, კოლპიტი, ადნექსიტი, ქალის  სასქესო  ორგანოების  სპეციფიური  ანთებითი  დაავადებები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები); ცისტიტი, პიელიტი, გლომერულონეფრიტი; ჰაიმორიტი, სინუსიტი, ოტიტი; მენინგიტი, ენცეფალიტი; ქოლეცისტიტი, აპენდიციტი (და მათი გართულებებიპერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი); გინგივიტი, სტომატიტი; მეორეული  ბაქტერიული და ვირუსული  ინფექციები, გრიპის ბაქტერიული გართულება; ინფექციური მონონუკლეოზი. გართულებებით მიმდინარე ხშირი მრვი, ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ცხელება და სხვ. სეპტიური მდგომარეობები და ინტოქსიკაციის სინდრომი (სეპტიცემია, სეფსისი). 

მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა  მოზრდილებსა და  12 წლიდან ბავშვებში 1 ამპულა (2,2 მლ), ბავშვებში 2-დან  5 წლამდე – 1/2 ამპ,  6-დან  11 წლამდე – 2/3 ამპ, 1-3-ჯერ კვირაში  კანში, კანქვეშ და კუნთებში, აუცილებლობისას ვენაში. 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების – ძირითადად რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ. კომპონენტი Echinacea არ გამოიყენება პროგრესული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია, ან ლეიკემიის მცგავსი დაავადებები; შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზები), აუტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, სისხლის სისტემის დაავადებები, შიდსი, აივ ინფექცია, იმუნოსუპრესია ან სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტი და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატში შემავალი კანადური სანგვინარიის გამო, მისი გამოიყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს  კუჭ-ნაწლავის  აშლილობა, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის მიღების შემდეგ სხეულის ტემპერატურის დროებით  მომატების  შემთხვევა შეიძლება შეფასდეს დადებითად – ეს ადასტურებს ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების გააქტივებას – ამ დროს  შედეგი ინექცია უნდა გადავდოთ 1-2 დღით. ღვიძლის  დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს  პრეპარატი  ინიშნება მხოლოდ ექიმის  მეთვალყურეობით.  პრეპარატის 4 კვირაზე მეტ  ხანს  გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს ღვიძლის  მაჩვენებლების  კონტროლი. ნერწყვდენის  გაძლიერების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, ან გაიზარდოს ინტერვალი ინექციებს შორის.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: 

ღვიძლის  დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს  პრეპარატი  ინიშნება მხოლოდ ექიმის  მეთვალყურეობით.  

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: 

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.  

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი ქარხანა: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენბადენი, გერმანია

დრრეკევეკის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა 

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15