✔️თბილისში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართა
13 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართა სიმპოზიუმზე საუბარი შეეხებოდა მედიცინაში თანამედროვე სიახლეებს და მას წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დარგის წამყვანი სპეციალისტები, ასევე საუბარი იყო ბიორეგულაციური მედიცინის მიდგომების და მისი შესაძლებლობების შეხსახებ თერაპიულ პრაქტიკაში.
სიმპოზიუმი არის მასშტაბური ღონისძიება, სადაც მონაწილეობას უცხოელ სპეციალისტებთან ერთად იღებს საქართველოში მოქმედი სამასამდე სხვადასხვა სპეციალისტი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
სიმპოზიუმი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია, „ბიომედიკას“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცლიაური დაცვის სამინისტროს წარმომდგენლები და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია ბონის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ულრიკე კაიმი, რომელმაც ქართველ კოლეგებს მისი გამოცდილება გაუზიარა.