14 ივნისს, ქალაქ ბათუმში სასტუმრო „ინტურისტში“, გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული სემინარი სახელწოდებით ,,ბიომარეგულირებელი პრეპარატების გამოყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისას“. სემინარს უძღვებოდნენ კიევის ბავშვთა გასტროენტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნადეჟდა ზაიცევა და ქართველი სპეციალისტი, „სეუს“ პედიატრი ქეთევან გურეშიძე.