მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი
7–9 ოქტომბერს გერმანიის საკურორტო ქალაქ ბადენ–ბადენში გაიმართა ბიორეგულაციური თერაპიის ექსპერტთა საერთაშორისო ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპეციალისტებმა —
ალექსანდრე ხელაიამ, ნინო გოგატიშვილმა და ქეთევან გურეშიძემ.
ფორუმზე განიხილეს ბიორეგულაციური თერაპიის როლი თანამედროვე მედიცინაში, მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება სხვადასხვა მიმართულებაში — უროლოგიაში, პედიატრიასა და ნევროლოგიაში.
ქართველი ექიმების მოხსენებები დიდმა მოწონებამ და ინტერესმა გამოიწვია საერთაშორისო აუდიტორიაში.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს კომპანიის Heel წარმოება ბადენ–ბადენში და ახლად დანერგილი ინოვაციური ტექნოლოგიები.
ბიორეგულაციური თერაპია დღეს განიხილება როგორც თანამედროვე მედიცინის ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, რომელიც ეფუძნება ბუნებრივ პრინციპებსა და ორგანიზმის თვითრეგულაციის მექანიზმს.
საქართველოში Heel-ის ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია ბიომედიკა, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია წარმატებით ავითარებს ბიორეგულაციური თერაპიის მიმართულებას ჩვენს რეგიონში.