მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი
Menu
29 მარტის სემინარის ფოტოები
29 მარტს, თბილისში Radisson Blue Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართა “Heel“-ის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „პედიატრიულ და ნეონატოლოგიურ პრაქტიკაში ზოგიერთი მდგომარეობის თერაპიის თანამედროვე ტენდეციები“.
ღონისძიების მომხსენებლები გახლდათ: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრი, მედიცინის მეცნირებათა დოქტორი, პროფესორი მაია ხერხეულიძე. ქალბატონმა მაიამ მოხსენების მსვლელობისას ისაუბრა გასტროინტენსტინური ტრაქტის უხშირესი პრობლემების შესახებ ბავშვებში და ამ მდგომარეობებისას ბიორეგულაციური მედიცინის გამოყენების შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო კავკასიის მედიცნის ცენტრის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი თემურ მიქელაძე. ბატონი თემურის მოხსენების თემა შეეხებოდა ბავშვებში გავრცელებულ რესპირატორულ მდგომარეობებს და მათ მართვას.
სემინარზე მოხსენება გააკეთა ჩაჩავას კლინიკის ნეონატოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ქალბატონმა თამარ კვერკელიამ. ქალბატონმა თამარმა ისაუბრა ნეონატოლოგიურ პრაქტიკაში გავრცელებული მდგომარეობების მართვის ოპტიმიზაციაზე.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია და ექიმებმა გაცვალეს მოსაზრებები მათთვის საინტერესო საკითხებზე.