მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი 

21 ივნისის ბიოპუნქტურის ფოტოები

21 ივნისს თბილისში, კომპანია „ბიომედიკას“ საკონფერენციო სივრცეში გაიმართა პრაქტიკული სემინარი ბიორეგულაციური თერაპიის საინექციო მეთოდების შესახებ „ბიოპუნქტურა – ბიორეგულაციური პრეპარატების პარენტერალური გამოყენების ეფექტური მეთოდი“.

 

ღონისძიების მომხსენებელი გახლდათ კომპანია „ბიომედიკას“ სამეცნიერო-სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ჩახნაშვილი. პრაქტიკული სემინარი მიეძღვნა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს ბიორეგულაციური პრეპარატების საინექციო ფორმების სპეციფიურ, ლოკალურ დონეზე გამოყენების მიდგომებს. სემინარს ესწრებოდა სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები.

 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია და ექიმებმა გაცვალეს მოსაზრებები მათთვის საინტერესო საკითხებზე.