ბიორეგულაციური მედიცინა – თანამედროვე მედიცინის მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ჰომეოკინეზის მიმდინარეობას – მისი დისრეგულაციის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების აღმოფხვრით და მოლეკულურ, ორგანულ, სისტემურ და ზოგადორგანიზმის დონეზე აუტორეგულაციური მექანიზმების გააქტივებით.

კომპანია ჰეელ-ის კომპლექსური ბიომარეგულირებელი პრეპარატები ზემცირე დოზების შემწეობით ააქტიურებენ თვითრეგულაციის პროცესებს, ხელს უწყობენ ფიზიოლოგიური დარღვევების თავიდან აცილებას – რის შედეგადაც ხდება ჰომეოსტაზის აღდგენა.

ბიორეგულაციური თერაპია – ეს არის თერაპიის მეთოდი და მიდგომა, რომელიც მიმართულია ორგანიზმის (მოლეკულურ, ორგანულ, სისტემურ და ზოგადორგანიზმის დონეზე) აუტორეგულაციური მექანიზმის გააქტივებისკენ, ტიპიური პათოლოგიური პროცესების თავიდან აცილებისკენ, მეტაბოლური და ტროფიკული პროცესების, ასევე სხვადასხვა ორგანოს და ქსოვილის ფუნქციური რეზერვების  აღდგენისკენ.

ძირითადი მიმართულებები

  • ბიორეგულაცია
  • დრენაჟი/დეტოქსიკაცია
  • იმუნომოდულაცია
  • ანთებითი პროცესის დასრულება
  • მეტაბოლიზმის აღდგენა
  • მიკროცირკულაციური პროცესების ნორმალიზება