Heel.GeHeel.Ge
  • Heel-ის შესახებ
  • თქვენი ჯანმრთელობა
    • სტატიები
    • სამეცნიერო ნაშრომები
  • ჩვენი პრეპარატები
    • გაციება და სასუნთქი სისტემა
    • საჭმლის მომნელებელი სისტემა
    • ცენტრალური ნერვული სისტემა
    • საყრდენ მამამოძრავებელი სისტემა
    • მამაკაცის ჯანმრთელობა
    • ქალის ჯანმრთელობა
    • სხვა
  • კვლევები
  • ღონისძიებები
    • ღონისძიებების ცხრილი
  • ვეტერინარია
  • კონტაქტი

გაციება და ბიომარეგულირებელი პრეპარატები

heliusmus
ნოე 25, 2019 თქვენი ჯანმრთელობა 0 Comment

გაციებითი დაავადებებითა და გრიპით ავადობის პიკი ზამთრის სეზონია. იმუნურ სისტემაზე ამ დროს დიდი დატვირთვა მოდის, რის გამოც იგი ხშირად ვერ უმკლავდება ვირუსებს.იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრიპი ახლახანს გადაიტანეთ, ყურადღებას ნუ მოადუნებთ, თქვენ კვლავ შეიძლება ავად გახდეთ. ხშირად გაციებითი დაავადებები ზამთრის ბოლოს იჩენს თავს, როდესაც იმუნური სისტემა სუსტდება ვირუსებთან და ბაქტერიებთან ხანგრძლივი ბრძოლისშედეგად. ასეთ დროს მცირე ბიძგიც კი საკმარისი ხდება (საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტი), უმნიშვნელო გადაციება და ვირუსები, რომელსაც ჩვენი იმუნური სისტემა უპრობლემოდ უმკლავდებოდა, ხვდება ორგანიზმში. ასე იწყება ინფექცია.გაციებითი დაავადებების გამომწვევი 200-მდე ვირუსი არსებობს. პირველ რიგში ისინი თავს ესხმიან ლორწოვან გარსებს, აზიანებენ მათ და იწყებენ გამრავლებას. ვლინდება გაციების პირველი არასასიამოვნო სიმპტომები – ხველა, სურდო, ცხელება. გარდა ამისა, შესაძლოა დაერთოს ბაქტერიული ინფექცია, რის შედეგადაც პროცესი ქრონიკული ანთების სტადიაში გადადის. სპეციალისტების რეკომენდაციით, გაციებას სახლის პირობებში უნდა უმკურნალოთ, მხოლოდ ასეა შესაძლებელი გართულებების თავიდან აცილება და დაავადების გამწვავება. თუმცა აუცილებელი არაა წოლითი რეჟიმი (გარდა მაღალი ტემპერატურისა): მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა სათანადო თბილი სამოსით.ვაძლიერებთ იმუნიტეტს ეპიდემიის დროს, გახდებით თუ არა ავად, იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი გაძლიერება შესაძლებელია საუნის, რეგულარული კონტრასტული შხაპის მიღებით, სუფთა ჰაერზე სეირნობით, სპორტით, განსაკუთრებით ამტანობაზე გათვლილი ვარჯიშები: სირბილი, სეირნობა, ველოსიპედი და ა.შ.
არანაკლებ დახმარებას გვიწევს ჯანსაღი ძილი, რათა მოიხსნას ყოველდღიური სტრესი და ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს. ზოგადად სტრესი, იმუნური სისტემისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს, ამიტომ კარგი განწყობა და სიცილი ჯანმრთელობის საწინდარია. ასევე ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. იმუნური სისტემის ძირითადი დამხმარე C ვიტამინია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. აუცილებლად უნდა მიირთვათ ციტრუსები (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი) და მწვანე ვაშლი, მოცვი და კივი. C ვიტამინს ასევე შეიცავს პომიდორი, კომბოსტო, წიწაკა და კარტოფილი. შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი სპეციალური მატონიზირებელი სასმელები და კომპლექსური პრეპარატები, რომლებიც ასევე შეიცავს იმუნური სისტემისათვის საჭირო მიკროელემენტებს (პირველ რიგში თუთიას), რაც ხელს უშლის დაავადების განვითარებას. ბიორეგულაცია ვირუსების წინააღმდეგ ჩვეულებრივი მედიცინა ინფექციებს ანტიბიოტიკებით ებრძვის, რაც მიმართულია გამომწვევის წინააღმდეგ, ასევე გამოიყენება სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო სიმპტომური საშუალებები. თუმცა მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, რამდენადაც ყველასთვის ცნობილია მათი გვერდითი ეფექტები ორგანიზმზე, ნაწლავის მიკროფლორაზე და იმუნიტეტზე. ბიორეგულაციური პრეპარატების მოქმედება სრულიად განსხვავებულია. დიდი ხანია ცნობილია მისი ანტიბაქტერიული მოქმედებაც. ჰომეოპათიის ფუძემდებელი, სამუელ ჰანემანი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყენებდა ეპიდემიებთან საბრძოლველად. მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო მეცნიერებისათვის, რომ ზოგიერთი ბიომარეგულირებელი საშუალება გამოირჩევა ანტივირუსული ზემოქმედებით. ბიორეგულაციის დახმარებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ან ვუმკურნალოთ გაციებასა და გრიპს, ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებების გარეშე. ვირუსებზე უშუალო ზემოქმედებით გამოირჩევა ეუფორბიუმ კომპოზიტუმის სპრეი,რაც ხსნის მის მაღალ ეფექტურობას სურდოს დროს – რინიტების 90% ხომ სწორედ ვირუსებითაა გამოწვეული.ანტივირუსული ეფექტი გამოვლინდა ასევე სხვა ბიომარეგულირებელი საშუალებების შემთხვევაშიც, როგორიცაა მაგ. გრიპ-ჰეელი და ენგისტოლი. აღნიშნული პრეპარატები მოქმედებენ გრიპის, ჰერპესის, ადენო ვირუსებზე, დახმარებას უწევენ იმუნურ სისტემას მათთან ბრძოლაში. ამასთან ერთობლივი მიღებისას იმუნური სისტემის სტიმულაცია 40%-ით იზრდება. სწორედ ამიტომ მიეკუთვნებიან არასპეციფიკური იმუნიტეტის სტიმულატორების კატეგორიას და გამოიყენება ინფექციის მკურნალობის იმუნომასტიმულირებელი ციკლის შესაბამისად. ამისათვის საკმარისია თითიეული პრეპარატის მიღება თითო ტაბლტი, დღეში 3-ჯერ კვებამდე ნახევარი საათით ადრე. ბიომარეგულირებელი პრეპარატები გრიპ-ჰეელი და ენგისტოლი – ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. მიიღეთ თითო აბი 3-ჯერ დღეში მრვი (მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები) და გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ეუფორბიუმი კურნავს სურდოსა და სინუსიტს, ებრძვის ვირუსებს

გერმანული პრეპარატი, ეუფორბიუმ კომპოზიტუმი – სურდოს საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ბიომარეგულირებელი სპრეია. ის შეიცავს მხოლოდ მცენარეული და მინერალური წარმოშობის კომპონენტებს, ამიტომაც არ იწვევს მიჩვევას და არ ახდენს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობას. პრეპარატი გამოირჩევა არა მხოლოდ იმუნომოდულაციური, არამედ ანტივირუსული მოქმედებითაც. გამოშვების მოხერხებული ფორმა კი უზრუნველყოფს პრეპარატის მოხვედრას უშუალოდ ცხვირის ღრუში.

ეუფორბიუმ კომპოზიტუმის სპრეის შესხურება რეკომენდებულია დღეში 3-5 ჯერ.

სატესტრო რეჟიმი