მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი 

🔵 29 მარტს, თბილისში Radisson Blue Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართა “Heel“-ის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „პედიატრიულ და ნეონატოლოგიურ პრაქტიკაში ზოგიერთი მდგომარეობის თერაპიის თანამედროვე ტენდეციები“.
👨‍⚕️ ღონისძიების მომხსენებლები გახლდათ: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრი, მედიცინის მეცნირებათა დოქტორი, პროფესორი მაია ხერხეულიძე. ქალბატონმა მაიამ მოხსენების მსვლელობისას ისაუბრა გასტროინტენსტინური ტრაქტის უხშირესი პრობლემების შესახებ ბავშვებში და ამ მდგომარეობებისას ბიორეგულაციური მედიცინის გამოყენების შესაძლებლობებზე.
👩‍⚕️ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო კავკასიის მედიცნის ცენტრის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი თემურ მიქელაძე. ბატონი თემურის მოხსენების თემა შეეხებოდა ბავშვებში გავრცელებულ რესპირატორულ მდგომარეობებს და მათ მართვას.
👩‍⚕️ სემინარზე მოხსენება გააკეთა ჩაჩავას კლინიკის ნეონატოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ქალბატონმა თამარ კვერკელიამ. ქალბატონმა თამარმა ისაუბრა ნეონატოლოგიურ პრაქტიკაში გავრცელებული მდგომარეობების მართვის ოპტიმიზაციაზე.
☑️ ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია და ექიმებმა გაცვალეს მოსაზრებები მათთვის საინტერესო საკითხებზე.