მომხსენებლები გახლდათ: პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა და მოზრდილთა ალერგიის ცენტრის პედიატრი, მედიცინის მეცნირებათა დოქტორი, პროფესორი ლია ჟორჟოლიანი. ქალბატონმა ლიამ მოხსენების მსვლელობისას ისაუბრა ბავშვთა ასაკში განვითარებულ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციების მართვაზე და აღნიშნული მდგომარეობისას ბიორეგულაციური თერაპიის გამოყენების მნიშვნელობაზე. ამავე სექციაში თემაზე – „21-ე საუკუნის აქტუალური ვირუსული ინფექციები: COVID-19-ის გავლენა და ბიორეგულაციური თერაპიის როლი გვიანი შედეგების პრევენციასა და მკურნალობაში“ თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს: მ.დ. მარინა სვანაძემ, მ.დ. ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ცქიმანაურმა და მედიცინის დოქტორმა ნატალია ზოიძემ.
სიმპოზიუმის სხვადასხვა სექციაში მოსაზრებები დააფიქსირეს: მ.დ. ასოცირებულმა პროფესორმა ლალი საგინაძემ, მ.დ. ასოცირებულმა პროფესორმა ალექსანდრე ხელაიამ, მ.დ. შორენა მაისურაძემ, მ.დ. ასოცირებულმა პროფესორმა ნინო გოგატიშვილმა, მ.მ.დ. პროფესორმა გვანცა არველაძემ, მ.მ.დ. პროფესორმა პავლე კასრაძემ, მ.დ. გიორგი ლორიამ და მ.დ. გიორგი ჭუმბურიძემ. ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს – ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ დიარეას და თუ როგორ უკავშირდება ნაწლავის მდგომარეობას მიკროფლორა და როგორ მოქმედებს ანტისეპტიკური საშუალებები ჯანმრთელობაზე? ასევე თუ როგორ დავიცვათ ჩვენი მიკრობიოტა და შევამციროთ დისბიოზის რისკი შეეხებოდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის ქალბატონი თამარ მეგრელიშვილის მოხსენება.
სექციების ბოლოს ექიმებმა ერთმანეთში გაცვალეს მოსაზრებები და გამართეს დისკუსია მათთვის აქტუალურ საკითხებზეღონისძიების ბოლოს ჩატარდა გათამაშება და იღბლიანი ექიმები დაჯილდოვდნენ ვაუჩერებით.