მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი
8-9 ნოემბერი სემინარი კახეთში
8 და 9 ნოემბერს, ქალაქ თელავში, „ჰოლიდეი ინნ“-ის საკონფერენციო სივრცეში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი “ბიორეგულაციური პრეპარატების ეფექტურობა და უსაფრთხოება კლინიკურ პრაქტიკაში“.
ღონისძიების მომხსენებელი გახლდათ ალ. ბოგომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – ქალბატონი ლარისა ვაკულენკო. ქალბატონმა ლარისამ მოხსენების მსვლელობისას ისაუბრა ტკივილის სინდრომის მკურნალობაზე კომპლექსური ბიორეგულაციური პრეპარატებით. ასევე მოხსენება წაიკითხა კომპანია „ბიომედიკას“ სამეცნიერო-სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელმა – ქალბატონმა მანანა ჩახნაშვილმა. ქალბატონმა მანანამ ისაუბრა ბიორეგულაციური თერაპიის როლზე სეზონური დაავადებების მართვის კლინიკურ პრაქტიკაში.
სემინარს ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის სხვადასხვა კლინიკის 35 წამყვანი სპეციალისტი და თბილისის ხვადასხვა რეგიონის კლინიკების 30 წამყვანი სპეციალისტი.
ღონისძიებების ბოლოს გაიმართა დისკუსია და ექიმებმა გაცვალეს მოსაზრებები მათთვის საინტერესო საკითხებზე.