ფარმაცევტის როლი ე.წ. “საპასუხისმგებლო თვითდახმარების” უზრუნველსაყოფად
  ავადმყოფობისას ადამიანმა, ოპტიმალური ვარიანტია, რომ მკურნალობის დანიშვნისა და შემდგომი დაკვირვებისათვის ექიმს მიმართოს. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებაში მას დახმარებისთვის პაციენტი სულ უფრო იშვიათად მიმართავს. უფრო ხშირად იგი “საპასუხისმგებლო თვითმკურნალობით” ხელმძღვანელობს. ამ დროს მკურნალობის შედეგებზე პასუხისმგებლობას ავადმყოფი თავად, საკუთარ თავზე იღებს.
  მსგავს შემთხვევაში ფარმაცევტი პაციენტის ძირითად კონსულტანტად გვევლინება. გამოცდილმა ფარმაცევტმა სწორად უნდა შეაფასოს სიტუაცია: განსაზღვროს დაავადების წამყვანი სიმპტომი, გამორიცხოს იმ “საშიში სიმპტომების” არსებობა, რის გამოც აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ამასთან ერთად, რეკომენდაცია უნდა გაუწიოს შესაბამის პრეპარატს ან მკურნალობის კომპლექსურ პროგრამას.
ამგვარად, ექიმის ფუნქციების ნაწილი, თანდათანობით გადადის ფარმაცევტზე. მისი როლი მნიშვნელოვნად იზრდება სისტემაში – “ექიმი-პაციენტი-ფარმაცევტი”. ამა თუ იმ პრეპარატის რეკომენდაციისას, ფარმაცევტი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას პაციენტის მდგომარეობის ადეკვატურ შეფასებაზე, OTC-პრეპარატების (აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე გასაცემი სამკურნალო საშუალებები – ინგლისურიდან “Over The Counter”) ოპტიმალურ შერჩევაზე, მათ ეფექტურობა – უსაფრთხოებასა და ჩატარებული თერაპიის საბოლოო შედეგზე. შესაძლო “საპასუხისმგებლო თვითდახმარებისას” რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების გამოყენება აუცილებელი პირობაა. მათი ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნებია წაყენებული, ვიდრე რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შემთხვევაში.
  ფირმა ჰეელ-ის პრეპარატები, მაღალი ხარისხის, ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და კომპლექსური მოქმედების წყალობით, ფარმმზრუნველობის ოპტიმალური ვარიანტია ფარმაცევტისათვის.
OTC-ჯგუფის გარდა, ჰეელ-ის პრეპარატებს შორის გამოირჩევა სამკურნალო საშუალებათა საინექციო ფორმების დიდი ჯგუფი. გამოცდილი ფარმაცევტის მიერ ამ ჯგუფის პრეპარატები შესაძლოა რეკომენდებულ იქნეს ფარმაცევტული ზრუნვის ფარგლებში – “საპასუხისმგებლო თვითმკურნალობის” ოპტიმიზაციის, ეფექტის გაძლიერების მიზნით.
  ორგანიზმში, თითქმის ყველა პათოლოგიურ პროცესს, პრაქტიკულად თან სდევს ანთება. ამიტომ ფარმაცევტმა თავის არსენალში აუცილებლად უნდა იქონიოს ტრაუმელ S-ს და ლიმფომიოზოტ N-ის ამპულები. ეს პრეპარატები მნიშვნელოვნად ზრდის თერაპიის ეფექტურობას პერორალური ფორმითაც. გარდა ამისა, ისინი გვეხმარება ანთებითი პროცესის სრულფასოვან დასრულებაში, ხელს უშლის მის ქრონიზაციას და გართულების განვითარებას. ასევე, ენგისტოლის, გრიპ-ჰეელის, ჰეპელის და ვერტიგოჰელის ამპულები მნივნელოვანი შევსება იქნება ამ პრეპარატთა პერორალური ფორმის დანიშვნისას.
ჰეელ-ის პრეპარატების ყველა დაამპულირებული სახეობის გამოყენება შესაძლებელია “სასმელი ამპულების” სახითაც. მიღების ეს ფორმა ინიექციის ტოლფასია და არ აქვეითებს სამკურნალო მოქმედების ეფექტურობას.
ფირმა ჰეელ-ის პრეპარატებით მუშაობა ფარმაცევტს აძლევს შესაძლებლობათა და უპირატესობათა მთელ რიგს:
• სიმარტივე გამოყენებისას;
• სწრაფი კლინიკური მოქმედება;
• საიმედო შედეგი;
• გამოყენების ფართო დიაპაზონი;
• თავსებადობა სხვა პრეპარატებთან;
ჰეელ-ის პრეპარატები თერაპიის სხვადასხვა ეტაპზე სავსებით თავსებადია ერთმანეთთანაც და, აგრეთვე, სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებთანაც:
• ანტიბიოტიკებთან;
• აასს-თან;
• ჰორმონებთან;
• ფერმენტებთან;
• იმუნოტროპულ საშუალებებთან და სხვ.
ჰეელ-ის პრეპარატების კომბინაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან საშუალებას იძლევა:
• დაიწიოს ტრადიციული პრეპარატების დოზა;
• შემცირდეს ამ პრეპარატების გვერდითი ეფექტი;
• მივიღოთ უფრო სწრაფი და გამოხატული თერაპიული ეფექტი;
• ზოგადად – ამაღლდეს ჩატარებული თერაპიის ეფექტურობა.