კომპანია ჰეელ-ის კომპლექსური ბიომარეგულირებელი პრეპარატები ეხამება პრაქტიკულად ყველა ფარმპრეპარატს და თავსებადია ერთმანეთთან. ბიომარეგულირებელი პრეპარატების საინექციო ფორმები შეიძლება შეერიოს ერთმანეთს და შეყვანა მოხდეს ერთი შპრიცით, ამასთან, ზემოქმედების ეფექტი უფრო ძლიერია ცალკეული კომპონენტების სუმარულ ქმედებაზე (ბიურგის პრინციპი).
კომპლექსური ბიომარეგულირებელი პრეპარატები საშუალებას იძლევა:
1) თანდათანობით შემცირდეს მთელი რიგი ალოპათიური პრეპარატების (ჰორმონები, საგულე გლიკოზიდები, ნიტრატები, ადრენობლოკატორები და სხვ.) დოზა – შესაბამისად, მცირდება მათი თანმდევი (გვერდითი) მოქმედება;
2) შემცირდეს გვერდითი ეფექტების სიხშირე, განსაკუთრებით ალოპათიური პრეპარატების (მაგ: ანტიბიოტიკები, ანტიკონვულსანტები და სხვ.) ხანგრძლივი მიღებისას, რითაც, მთლიანობაში, იზრდება თერაპიის ეფექტურობა.
შესაძლებელია ბიორეგულაციური თერაპიის შერწყმა მკურნალობის სხვა მეთოდებთან – პრეპარატების საინექციო ფორმების შეყვანა სეგმენტარული პრინციპით (ბიოპუნქტურა), აკუპუნქტურულ წერტილებში (ჰომეოსინიატრია), კანქვეშ – ცელულიტით ან გაცხიმოვნებით დაზიანებულ ზონებში (მეზოთერაპია) – რისი მიღწევაც ადრე შეუძლებელი იყო.