17 ივნისს, ქალაქ თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის საკონფერენციო სივრცეში, გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ექიმ პულმონოლოგ-ფთიზიატრებისათვის, თემაზე:
“ბიორეგულაციური თერაპიის ეფექტურობა სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს”. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ თბილისის წამყვანი პულმონოლოგ-ფთიზიატრები.
ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა კახა ვაჭარაძემ. სემინარის მიმდინარეობისას განხილული იქნა პულმონოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები. დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, რა დროსაც ექიმებმა განიხილეს მათ პრაქტიკაში არსებული საინტერესო შემთხვევები და დასვეს კითხვები.