16 ივნისს, ქალაქ თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის საკონფერენციო სივრცეში, გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი:
“ბიორეგულაციური თერაპიის ეფექტურობა ზოგადი პროფილის ექიმის პრაქტიკაში”
სადაც მოხსენება გააკეთა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა კახა ვაჭარაძემ.
ღონისძიების მეორე ნახევარში გაიმართა დისკუსია, რა დროსაც ექიმებმა განიხილეს მათ პრაქტიკაში არსებული საინტერესო შემთხვევები.
სემინარმა ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში .