ბიომარეგულირებელი სამკურნალო საშუალებები უკიდურესად მცირე დოზებით შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს, რაც იზომებამილიგრამებსა და ნანოგრამებში, ამიტომაც გვერდითი ეფექტების განვითარებისრისკი
ძალზედ დაბალია. იმისათვის, რომ ეს მინიმალური არასასურველი მოვლენებიც ავიცილოთ თავიდან, მკაცრად უნდა დავიცვათ პრეპარატების დოზირებ
ის რეჟიმი.მთავარი პრინციპი, რომელიც არასასიამოვნო შედეგებს თავიდან აგვაცილებს,ექიმის მიერ მოცემული დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებაა. დოზირების რეჟიმის შერჩევა ხდება პრეპარატის შესახებ არსებულოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამასთან საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში ექიმი პასუხისმგებელია პაციენტის ჯანმრთელობაზე, იღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების დოზისა და ხანგრძლივობის თაობაზე.თვითმკურნალობისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ პრეპარატის ოფიციალური ინსტრუქციით, რომელშიც დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია დოზირების,მკურნალობის ხანგრძლივობისა და სხვა
მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ,რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები. ინსტრუქცია მოიცავს წამლის შესახებ მონაცემებს და დაშვებულია იმ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ, სადაც გამოიყენება ბიომარეგულირებელი პრეპარატები. თუ ვისაუბრებთ კომპლექსურ ბიომარეგულირებელ პრეპარატებზე, თითოეული მათგანისათვის არსებობს დოზირების საერთო რეჟიმი(თუმცა მიუხედავად ამისა, აუცილებელია
გავეცნოთ ინსტრუქციას). კერძოდ კი, ბიომარეგულირებელი წვეთები, ჩვეულებრივ მიიღება 10 წვეთი (იშვიათად 15-20წვეთი) დღეში 3-ჯერ. ზოგ შემთხვევაში ექიმის მიერ ხდება დოზირების რეჟიმის შეცვლა. მაგალითად, ბევრი ექიმის რეკომენდაციით 30 წვეთი (თითოეული პრეპარატის), მთელი დღის დოზა უნდა განვაზავოთ 0.5-1 ლ. არაგაზირებულ მინერალურ წყალში და ვსვათ დღის განმავლობაში მცირე ყლუპებით. ამ მეთოდს მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია რეჟიმის მკაცრად დაცვა. ბიომარეგულირებელი აბები მიიღება 3-ჯერ დღეში თითო აბი. ზოგიერთი პრეპარატი საწყის ეტაპზე მიიღება ყოველ 15 წუთში ერთხელ 2 საათის განმავლობაში, მწვავე დაავადებების ადრეულ სტადიაზე, მაგალითად, გრიპის დროს, რათა მოხდეს იმუნური სისტემის სწრაფი აქტივაცია. მალამოები, როგორც წესი, დაიტანება მტკივან სახსარზე, კუნთზე ან სხვა დაზიანებულ ადგილას 2-ჯერ დღეში. თუმცა აუცილებლობისას, ექიმთან შეთანხმებით კიდევ უფრო ხშირად. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ფიქსირებული ნახვევის დადება (როდესაც საუბარია სახსრის პრობლემებზე). ასევე უნდა გავითვალსწინოთ, რომ მალამოს წასმა ძალზედ დიდ ფართობზე არ არის სასურველი, მაგალითად მთელს ზურგზე. რაც შეეხება საინექციო ფორმას, მისი გამოყენება აუცილებლად მკურნალი ექიმისმეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს, რომელიც განსაზღვრავს, ინექციის ფორმას (კუნთში, კანქვეშ, სახსრის მიდამოში და სხვა.) და ზუსტ დოზირებას, ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ინექციები შესაძლოა ჩატარდეს კვირაში 1-2-ჯერ, ზოგიერთი პრეპარატის შემთხვევაში კი ყოველდღიურად. თუმცა
კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.