Heel.GeHeel.Ge
Heel.GeHeel.Ge
  • Heel-ის შესახებ
  • თქვენი ჯანმრთელობა
    • სტატიები
    • სამეცნიერო ნაშრომები
  • ჩვენი პრეპარატები
    • გაციება და სასუნთქი სისტემა
    • საჭმლის მომნელებელი სისტემა
    • ცენტრალური ნერვული სისტემა
    • საყრდენ მამამოძრავებელი სისტემა
    • მამაკაცის ჯანმრთელობა
    • ქალის ჯანმრთელობა
    • სხვა
  • კვლევები
  • ღონისძიებები
    • ღონისძიებების ცხრილი
  • ვეტერინარია
  • კონტაქტი

როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

heliusmus
აპრ 10, 2020 თქვენი ჯანმრთელობა 0 Comment

გარდამავალი პერიოდში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ა­ვა­დე­ბის რის­კი. გრიპ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, უწყი­ნა­რი გა­ცი­ვე­ბაც კი ხში­რად ხვე­ლას ხან­გრძლი­ვად გვი­ტო­ვებს.მო­სახ­ლე­ო­ბის ავა­დო­ბის საერ­თო სტრუქ­ტუ­რა­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ ინფექციებს უჭი­რავს, რო­მელ­თა ხში­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ბრონ­ქი­ტი. ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება.

მის შემდეგ, რაც სხვადასხვა ტიპის ვირუსებმა ბრონქებზე ეფექტური შეტევის განხორციელება ისწავლეს – ბრონქიტი ნამდვილ  ეპიდემიად იქცა. დაავადების გამომწვევი ჰაერ-წვეთოვანი გზით ლაპარაკის, ხველის და ცემინებისას გადაეცემა  ვიწრო სივრცეში, შენობაში და სხვ. ვირუსი ბრონქების ლორწოვანს ეკვრის და იწვევს მის ირგვლივ ადგილობრივ ანთებას, რაც ხდება ხველის, ლორწოს წარმოქმნის მიზეზი, რომლის გამოყოფა ზოგჯერ გაძნელებულია. გარდა ამისა, ანთებითი რეაქცია ბრონქების ირგვლის კუნთოვან სპაზმს იწვევს. ბრონქიტის დროს ბაქტერიული ინფექცია ვითარდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც ვირუსები იმდენად აქვეითებს იმუნურ სისტემას, რომ ბაქტერიები  (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვ.) იოლად აღწევენ ორგანიზმში. თუმცა ამგვარი სუპერინფექციის წილი ბრონქიტის ყველა შემთხვევის 5%-მდეა.

მცდარია მოსაზრება, თითქოს ვირუსული ბრონქიტი ნაკლებად საშიშია. ბოლო პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ვირუსები ახდენენ ბრონქების ძლიერი სპაზმის პროვოცირებას, იწვევენ ლორწოვანის შეშუპებას. ბრონქიტით დაავადებული ყოველი მეორე ავადმყოფი იტანჯება ძლიერი ხველით – 3 და მეტი კვირის განმავლობაში, ზოგჯერ კი 6 თვემდეც კი გრძელდება. რა თქმა უნდა, ქვეითდება შრომისუნარიანობა და ასევე, ავადმყოფის ცხოვრების ხარისხი.

კიდევ უფრო დიდი საფრთხე იმალება მწვავე ბრონქიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლის სახით – განსაკუთრებით ცუდი ეკოლოგიის პირობებში. ამ დროს ბრონქიტი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის ცვლილებებს, სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადებებს, მ.შ. ასთმური ხასიათის ბრონქიტის, ბრონქული ასთმის და სხვ. განვითარებას. მძიმე ხასიათის გამოვლენის ალბათობა, განსაკუთრებით, ალერგიული დაავადებებისას ან მწეველებშია მაღალი.

ბრონქიტი, ბოლო პერიოდში, განვითარებული ქვეყნების მცხოვრებთა მძიმე სენად იქცა.  დაუშვებელია ბრონქიტის უგულვებელყოფა და მკურნალობის არ ჩატარება.

არსებობს მკურნალობის განსხვავებული მეთოდები, რომელთა შორის დიდ ინტერესს ბიორეგულაციური  მიდგომა იწვევს.

კომპლექსური მკურნალობის ჩარჩოებში გამოიყენება გერმანული პრეპარატი ბრონქალის-ჰეელი, რომელიც ხსნის სპაზმსა და ხველის შეტევებს, ლორწოვანის შეშუპებასა და ანთებას და ხელს უწყობს ამოხველების პროცესს. თუ მის მოქმედებას გავაძლიერებთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებით – ტრაუმელ S-ის და ენგისტოლის ანტივირუსული ტაბლეტების დამატებით (მიიღება თითო ტაბლეტი  3-ჯერ დღეში მკურნალობის განმავლობაში), შედეგი კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ამის მეშვეობით ხელს შეუშლით ბრონქიტის მწვავე ფორმის ქრონიკულში გადასვლას და თავიდან ავიცილებთ ანტიბიოტიკების დაუსაბუთებელ გამოყენებას, რომლებიც მრავალრიცხოვანი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება, როგორც იმუნურ სისტემაზე, ისე ნაწლავის მიკროფლორაზე.

ბრონქალის-ჰეელი:

  • აჩერებს ხველას
  • ამსუბუქებს ნახველის გამოდევნას
  • აღადგენს ბრონქებისა და ტრაქეის ლორწოვან გარსს
  • აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას
  • აღადგენს ადგილობრივ იმუნიტეტს

ბრონქალის-ჰეელი ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ მარეგულირებელ და დამცავ შესაძლებლობებს, ააქტიურებს თვითგანკურნების მექანიზმებს, აღადგენს ბრონქული ხის სანაციის ფიზიოლოგიურ მექანიზმებს.

პრეპარატი არ ახდენს დამთრგუნავ მოქმედებას სუნთქვის ცენტრზე, ასევე ნეგატიურ გავლენას ცნს-ზე.

ის ახდენს კომპლექსურ – ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ ეფექტს, რაც მის გამოყენებას ეფექტურს ხდის სხვადასხვა ტიპის ხველისას.

პრეპარატი არეგულირებს სასუნთქი გზების ჯირკვლების სეკრეტორულ ქტივობას, აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელის ფუნქციას და სასუნთქი გზების ლორწოვანის მგრძნობელობას გამღიზიანებლების მიმართ.

ბრონქალის-ჰეელი გონივრული არჩევანია სხვადასხვა ტიპის ხველის დროს.

სატესტრო რეჟიმი