Heel.GeHeel.Ge
  • Heel-ის შესახებ
  • თქვენი ჯანმრთელობა
    • სტატიები
    • სამეცნიერო ნაშრომები
  • ჩვენი პრეპარატები
    • გაციება და სასუნთქი სისტემა
    • საჭმლის მომნელებელი სისტემა
    • ცენტრალური ნერვული სისტემა
    • საყრდენ მამამოძრავებელი სისტემა
    • მამაკაცის ჯანმრთელობა
    • ქალის ჯანმრთელობა
    • სხვა
  • კვლევები
  • ღონისძიებები
    • ღონისძიებების ცხრილი
  • ვეტერინარია
  • კონტაქტი

პრობიოტიკები ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის

heliusmus
ოქტ 17, 2019 თქვენი ჯანმრთელობა 0 Comment

პრობიოტიკები პრეპარატთა (როგორც სამკურნალო საშუალებები, ისე ბიოლოგიურად აქტიური დანამატები).
განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება,რომლის შემადგენლობაშიც შედის სასარგებლო რძემჟავა, ბიფიდობაქტერიები და სხვა არაპათოგენური მიკროორგანიზმთა შტამები. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას აღნიშნული ბაქტერიები ანაცვლებენ დაავადების გამომწვევ მიკრობებს და ქმნიან ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას,  ამარაგებენ ნაწლავის უჯრედებს მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, აპროდუცირებენ მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, რძემჟავასა და ძმარმჟავას, წყალბადის ზეჟანგს, რაც აუცილებელია მავნე ბაქტერიებთან ბრძოლისათვის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, თუ რაოდენ დიდი წვლილი შეაქვს პრობიოტიკებს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრობიოტიკების ეფექტურობა სხვადასხვა დაავადებების დროს დადასტურებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებით. ცნობილია მისი როლი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიების მკურნალობაში, დაწყებული საკვების მონელების მსუბუქი დარღვევებიდან, დამთავრებული სერიოზული ქრონიკული დაავადებებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პრობიოტიკები აუმჯობესებენ იმუნური სისტემის მუშაობას და შედეგად დახმარებას უწევენ ორგანიზმს ისეთ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორიცაა ალერგიული დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა), გაციებითი დაავადებები, სხვადასხვა ლოკალიზაციის (ცხვირ–ხახიდან დაწყებული შარდ-სასქესო სისტემით დასრულებული) ლორწოვანი გარსის ინფექციები. თუმცა  პრობიოტიკების როლი ამით არ ამოიწურება. კვლევებით დამტკიცებულია, რომ მათი გამოყენება საშუალებას იძლევა წარმატებით ვებრძოლოთ ღვიძლის დაავადებებს (ჰეპატიტი, ცეროზი), ასევე ზოგიერთი ბაქტერია გამოირჩევა კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით, სხვები კი აწესრიგებენ ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, მონაწილეობენ გაცხიმოვნებასა და მეტაბოლურ სინდრომთან (რომლის გამოვლინებაცაა შაქრიანი დიაბეტი) ბრძოლაში. ეს არ ნიშნავს, რომ თვით ამ ბაქტერიებს გააჩნიათ დაავადების განკურნების უნარი, მაგრამ მათი წვლილი მნიშვნელოვანია სხვა ტიპის თერაპიულ მკურნალობასთან ერთად. უკანასკნელი კვლევების თანახმად პრობიოტიკები სტრესის შედეგებისა და რიგი ფსიქიატრიული დარღვევების აღმოფხვრას უწყობს ხელს, რაც საშუალებას გვაძლევს  ვისაუბროთ მათი დახმარებით ზოგიერთი ფსიქიური და ნევროლოგიური დარღვევების კორექციაზე, როგორიცაა ხასიათის ცვლილება, პანიკური შეტევები და შფოთვები.

პრობიოტიკების შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. კერძოდ, პრობიოტიკი დიდი რაოდენობით უნდა შეიცავდეს აქტიურ ბაქტერიებს, რომლებიც აპროდუცირებენ წყალბადის ზეჟანგს და გააჩნიათ უნარი დასახლდნენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა ნაწილში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხობრივი შემადგენლობა: მათი ეფექტი დადასტურებული უნდა იყოს კვლევებით.

სატესტრო რეჟიმი