ბიორეგულაციური ფაქტორების ზემოქმედებაზე ადამიანის ორგანიზმის რეაქციას გააჩნია მთელი რიგი კანონზომიერება, რომელიც ჩვეულებრივი ალოპათიური მედიკამენტების საპასუხო რეაქციისგან განსხვავებულია.
ისევე, როგორც კურორტული თერაპიისგან, კომპლექსური ბიომარეგულირებელი პრეპარატების ზეგავლენით შესაძლოა განვითარდეს ე.წ. „საწყისი გაუარესება“, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ წარმოდგენს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას, გართულებას ან მიღებული პრეპარატის გვერდით მოვლენას. ის, ორგანიზმში მიმდინარე, ბიორეგულაციური მექანიზმების პროცესების გადაწყობას ასახავს.
ამის გამო, პაციენტის მკურნალობისას განვითარებული „საწყისი გაუარესების“ მდგომარება არ უნდა დაითრგუნოს შესაბამისი თერაპიით. ასეთ ტკივილგამაყუჩებელ და ანთებისსაწინააღმდეგო თერაპიას მივყავართ აღდგენითი პროცესის დათრგუნვისკენ, რომლის ინიცირებასაც ორგანიზმში შეყვანილი ბიომარეგულირებელი პრეპარატები იწვევს. გაძლიერებული ტკივილის სინდრომის კორექციისთვის, ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ საკმარისია გამოვტოვოთ პრეპარატის მორიგი შეყვანა, ან შევამციროთ მისი დოზა. შესაძლებელია პრეპარატ ტრაუმელის (ტკივილის კუპირება, ანთების აქტივობის შეკავება) ან ლიმფომიოზოტის (ორგანიზმის დეტოქსიკაცია) შეყვანა.
ბიომარეგულირებელი თერაპიის პროცესში შესაძლებელია ლორწოვანი გარსის სეკრეციის გაძლიერება, ოფლიანობის მომატება, კანზე გამონაყრის წარმოშობა. უმრავლეს შემთხვევაში, კანის გამონაყარი წარმოადგენს არა ალერგიული რეაქციის გამოვლინებას, არამედ – ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფის პროცესს.
ორგანიზმში მიმდინარე მარეგულირებელი პროცესების არასასიამოვნო განვითარების თავიდან აცილების ყველაზე კარგი ხერხია – ბიომარეგულირებელი თერაპიის სადრენაჟო პრეპარატებით დაწყება!
გამოჯანმრთელების პროცესის ოპტიმალური მიმდინარეობა წარმოებს: შიგნიდან გარეთ, ზემოდან ქვემოთ, შედარებით გვიანი სიმპტომიდან ადრეულისკენ. თუ მივაღწიეთ პროცესის ასეთ მიმდინარეობას, წყნარად შეგვიძლია დაველოდოთ გაუმჯობესებას და ვიწინასწარმეტყველოთ ზოგადად თერაპიის კარგ შედეგებზე.