გაზაფხულის პერიოდში ექიმთან მიმართვიანობის ნახევარზე მეტი დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებებთან. მათ შორის ყველაზე ხშირი კი სურდოა (რინიტი), რასაც ჩვეულებრივ თან ახლავს ცემინება, ზოგჯერ ხველა, ტემპერატურის მატება, „ცხვირის გაჭედვა“ და ცხვირით სუნთქვის გაძნელება. თუმცა სამკურნალწამლო საშუალებებს ყოველთვის არ მოაქვს შვება და ვერ გვეხმარებიან დაავადების განკურნებაში. სურდოს ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექცია. აღნიშნული დაავადების გამომწვევი, რინოვირუსები აზიანებს ცხვირ-ხახის ლორწოვანს, განაპირობებს მის შეშუპებას, მნიშვნელოვნად არღვევს ცხვირით სუნთქვასა და რაც ყველაზე მთავარია ასნებოვნებს ირგვლივმყოფებს ცემინების გზით: ვირუსები 200 კმ/სთ სიჩქარით ვრცელდებიან სასუნთქი გზებიდან დაახლოებით 5 მეტრის რადიუსით და იწვევენ გარშემომყოფების ინფიცირებას. ასეთ პირობებში ვირუსით დაინფიცირების თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მქონე და მზრუნველ ადამიანსაც არ ძალუძს ცემინების შეჩერება. ცემინება რეფლექტორული პროცესია, რომლის დანიშნულებაც ცხვირის გასუფთავებაა მტვრისაგან, უცხო ნაწილაკებისაგან ან დაავადების გამომწვევი მიკრობებისაგან და ვერანაირი სახის ნიღაბი ვერ გვიწევს დახმარებას. არსებობს მხოლოდ ერთი, ყველაზე მაღალეფექტური და სრულფასოვანი დაცვის მექანიზმი – ჩვენი საკუთარი ცხვირი.
ცემინება – ორგანიზმის მცდელობაა დაიცვას ცხვირის ლორწოვანი გარსი უცხო მიკროორგანიზმებისაგან (ვირუსების, ბაქტერიებისაგან, მტვრისაგან). წვრილი ხაოები ქმნიან დამცავ ბარიერს, რაც ეწინააღმდეგება გარემოდან ვირუსული და სხვა ინფექციური გამომწვევის შეჭრასა და გადაცემას.
სასუნთქი გზების ინფექციებთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ლორწოვანი გარსი. ის არა მარტო ათბობს სასუნთქ გზებში მოხვედრილ ჰაერს, რითიც იცავს ქვედა სასუნთქ გზებს (პირველ რიგში ბრონქებს), არამედ აკავებს ნაწლაკებსა და მტვერს და ასევე ფილტრის როლს ასრულებს სხვადასხვა დაავადებების გამომწვევებისათვის.
რინიტის სტადიები
ვირუსის მიერ დაცვითი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ზიანდება თვით ლორწოვანი, მიკროხაოები, რომლებიც უუნარონი ხდებიან ინფექციის გამომწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამომწვევი აღწევს ჰაერ-წვეთოვანი გზით ცხვირ-ხახაში, იწვევს ანთებით პროცესს და ლორწოვანის შეშუპებას, სუნთქვის პროცესის დარღვევასა და ცხვირიდან უხვ გამონადენს.
მწვავე რინიტის მიმდინარეობაში სამ სტადიას გამოყოფენ. პირველ სტადიაში (გრძელდება რამდენიმე საათიდან ორ კვირამდე) ავადმყოფი უჩივის ცხვირის ღრუში წვის შეგრძნებას, ლორწოვანის სიმშრალესა და მუდმივ ქავილს. უკვე ამ ეტაპზე უარესდება ცხვირით სუნთქვა, იცვლება ყნოსვისა და გემოვნების აღქმა. როგორც წესი ტემპერატურა ამ დროს ჯერ კიდევ არ არის მომატებული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში (განსაკუთრებით ბავშვებში) შესაძლოა აღინიშნოს მცირე ჰიპერთერმია.
რინიტის მეორე სტადიაში ვირუსები აქტიურ გამრავლებას იწყებენ, აღინიშნება ცხვირიდან უხვი გამონადენი. ამასთან გაძნელებულია ცხვირით სუნთქვა. ზოგიერთ შემთხვევაში ავადმყოფს უგუბდება ყურები. იმატებს ტემპერატურა, აღინიშნება ცემინება, ცრემლდენა, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი და ვირუსული ინფექცის სხვა სიმპტომები.
დაავადების მესამე სტადია ვითარდება პირველადი ინფიცირებიდან 4-5 დღის შემდეგ. მიმდინარეობს ვირუსებითა და ბაქტერიებით დაზიანებული ცხვირხახის ლორწოვანის ეპითელიუმის კოლონიზაცია, რის შედეგადაც ვითარდება უხვი ჩირქოვანი გამონადენი.
იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირების პირობებში ირთვება დამცავი მექანიზმები. ლორწოვანი გარსის შეშუპება თანდათანობით ცხრება, აღდგება ცხვირით სუნთქვა და ყნოსვის შეგრძნება. რამდენიმე დღის შემდეგ რინიტი თავისთავად გაივლის, თუმცა ძალზედ ხშირად ადექვატური მკურნალობის გარეშე ვითარდება მრავალრიცხოვანი გართულებები.
ფრთხილად, გართულებები!
ანთებითი პროცესი და ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპება სერიოზულად არღვევს ცხვირით სუნთქვას, შედეგად კი ავადმყოფი იწყებს პირით სუნთქვას და მტვრის ნაწილაკები, ბაქტერიები და ვირუსები დაბრკოლების გარეშე აღწევენ ქვედა სასუნთქ გზებში და იწვევენ შედარებით სერიოზულ ინფექციას (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი), მათ შორის ფილტვების ანთებასაც კი.
ირღვევა ცხვირის დანამატ წიაღებში ჰაერის ცირკულაცია, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს სინუსიტი ან ჰაიმორიტი. აღნიშნული დაავადების სიმპტომია ტკივილი შუბლის არეში და მაღალი ტემპერატურა. სინუსიტის მკურნალობა მოითხოვს გაცილებით მეტ დროსა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებას – ხშირ შემთხვევაში ფონს გასვლა ანტიბიოტიკების გარეშე შეუძლებელი ხდება.
შესაძლო გართულებებისაგან თავდაცვის საუკეთესო გარანტია გაციების ეფექტური პროფილაქტიკა, სურდოს დროული მკურნალობა და სამკურნალწამლო საშუალების სწორად შერჩევაა, რომელიც არამხოლოდ ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს, არამედ ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას.
სამკურნალო საშუალების შერჩევა
ძლიერმოქმედი საშუალებები (ანტიბიოტიკები, თანამედროვე სინთეზური ანტივირუსული პრეპარატები) არ ინიშნება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ავადმყოფის მდგომარეობა საგანგაშოა.
ანტიბიოტიკები საერთოდ არ მოქმედებს ვირუსებზე, თუმცა ზიანს აყენებს ნაწლავის მიკროფლორას (სხვათაშორის, ნაწლავის მიკროფლორა ასევე პასუხისმგებელია ჩვენს იმუნიტეტზე) და აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას. ანტიბიოტიკების დანიშვნა მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდება ასაკოვან და მძიმე ავადმყოფებში, რათა თავიდან ავიცილოთ მეორადი ბაქტერიული ინფექცია და ფილტვების ანთება.
თანამედროვე ანტივირუსულ საშუალებებს გააჩნია მთელი რიგი გვერდითი ეფექტები, რის გამოც მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მძიმე ინფექციების დროს.
სურდოს სამკურნალო ყველაზე გავრცელებული საშუალებებია ცხვირის წვეთები და სპრეი. თუმცა მათი შერჩევისას აუცილებელია კარგად გავერკვეთ თითოეულის მოქმედების თავისებურებებში და მათი გამოყენების ჩვენებებში.
ყველაზე უფრო ცნობილია სიმპატომიმეტური საშუალებები ნაზალური სპრეის სახით (მათ შორის ქსილომეტაზოლინი), რომელთა მოქმედებაც დაფუძნებულია სისხლძარღვების შემავიწროებელ ეფექტზე. ისინი მოკლე დროში ახდენენ მთავარი სიმპტომის „ცხვირის გაჭედვა“ აღმოფხვრას, აუმჯობესებენ ცხვირით სუნქვას და ამასთან იცავენ ქვედა სასუნთქ გზებს შესაძლო ინფიცირებისაგან.
თუმცა მათი ეფექტურობა მხოლოდ სიმპტომური მოქმედებით შემოიფარგლება: სიმპატომიმეტური საშუალებები არ აუმჯობესებენ ლორწოვანის ფუნქციას და არ ებრძვიან ვირუსებს. უფრო მეტიც, მათი ხანგრძლივი გამოყენებისას ხდება ლორწოვანის „შეჩვევა“, გამოშრობა. ბუნების მიერ ეფექტური დაცვისათვის, ევოლუციის პროცესში შექმნილი მიკროხაოები კარგავს ფუნქციას და შესაბამისად იზრდება ადამიანის ორგანიზმის მიმღებლობა სხვადასხვა ინფექციებისადმი.
აღნიშნული საშუალებების გამოყენება დასაშვებია ხანმოკლე დროის განმავლობაში და უკიდურეს შემთხვევაში.
კიდევ ერთი საშუალებაა ზღვის წყალზე დამზადებული ცხვირის წვეთები. იგი ახდენს ლორწოვანის გასუფთავებას სეკრეციის პროდუქტებისა და გამონადენისაგან, ეპითელიუმის ფუნქციონირების ნორმალიზებას.
თუმცა ეს პრეპარატებიც არ ებრძვიან ვირუსებს და შესაბამისად არ შეიძლება ჩაითვალოს ინფექციისაგან სრულყოფილ დაცვად.
ბიორეგულაციური მედიცინის შესაძლებლობები
რინიტის საწინააღმდეგო იდეალური საშუალება უნდა გამოირჩეოდეს მთელი რიგი უპირატესობებით: ახდენდეს ვირუსების გამრავლების დათრგუნვას, ცხვირ-ხახის ლორწოვანის ფუნქციის შენარჩუნებას, შეშუპებისა და ანთების ეფექტურად მოხსნას, აუმჯობესებდეს ცხვირით სუნთქვას და აძლიერებდეს იმუნიტეტს. ამგვარი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კოპლექსური შემადგენლობის მქონე წამლის მეშვეობით.
გერმანიის ქალაქ ტიბიუნჰენის იმუნოდიაგნოსტიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევებით დაადასტურეს, რომ ბიორეგულაციური სპრეი ეფექტურია რინოვირუსების წინააღმდეგ (და რამდენიმე სხვა ვირუსის), ამასთან ისინი შეიძლება შევადაროთ ისეთ ძლიერმოქმედ ქიმიურ საშუალებებს, როგორიცაა რიბავირინი და აციკლოვირი. ამასთან, მსგავსი მოქმედებით გამოირჩევა მხოლოდ ჰომეოპათიური მცენარეული კომპონენტები.
ამავდროულად, ბიორეგულაციური საშუალებები მასტიმულირებელ გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე, ააქტიურებენ მაკროფაგებს, გრანულოციტებსა და ლიმფოციტებს, რომლებიც თავის მხრივ პასუხისმგებელნი არიან ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაზე და ხსნიან ანთების სიმპტომებს. ამ წამლების მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმუნურ სისტემაზე ზეგავლენით, მათი კომპონენტები აუმჯობესებენ ცხვირ-ხახის ლორწოვანის ფუნქციას, ასტიმულირებენ სეკრეციას და ეფექტურად გამოდევნიან ტოქსიურ მეტაბოლიტებს.
მოსახლეობაში იზრდება ნატურალური და ბიორეგულაციური საშუალებების პოპულარობა. ყოველი მეორე ავადმყოფი რინიტის სამკურნალოდ ირჩევს ბუნებრივ საშუალებას სინთეზური პრეპარატების ნაცვლად.
სურდოს მკურნალობისადმი სერიოზული მიდგომა არა მხოლოდ დაგვეხმარება სწრაფად გავთავისუფლდეთ მისგან, არამედ თავიდან ავიცილოთ გვერდითი მოვლენები, და რაც მთავარია – ამ ერთი შეხედვით უწყინარი სენის გართულებები.
ბიორეგულაციური მკურნალობის რეკომენდაციები
ეუფორბიუმ კომპოზიტუმი – ყველაზე ეფექტური ბუნებრივი სპრეი ყველა ტიპის სურდოს საწინააღმდეგოდ (მათ შორის ალერგიული რინიტის დროს). აღნიშნულ საშუალებას უკვე 60 წელია, ამზადებს გერმანული ფირმა “ HEEL-ი“, მსოფლიოში კომპლექსური ბიორეგულაციური საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი. ეუფორბიუმ კომპოზიტუმი შეიცავს მხოლოდ მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურ კომპონენტებს, ამიტომაც არ იწვევს მიჩვევას, არ ახდენს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობას და არ გააჩნია უკუჩვენებები. სპრეი გამოირჩევა არა მხოლოდ იმუნომოდულაციური, არამედ ანტივირუსული მოქმედებითაც, რის გამოც ეუფორბიუმ კომპოზიტუმი ერთერთ ძირითად საშუალებად განიხილება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობისას.
ეუფორბიუმ კომპოზიტუმი უშიშრად შეგვიძლია დავნიშნოთ ბავშვებში: სპრეი არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, გამოშვების მოხერხებული ფორმა კი უზრუნველყოფს პრეპარატის მოხვედრას უშუალოდ ცხვირის ღრუში.
რინიტის დროს რეკომენდებულია 1-2-ჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3 ჯერ. დოზირება იგივე ბავშვების შემთხვევაშიც.
სპრეის მოქმედების ხელშესაწყობად შესაძლებელია დამატებით სხვა ბიორეგულაციური საშუალებების გამოყენება. ლიმფომიოზოტი (წვეთებში) ააქტიურებს ლიმფის დინებას, გამოდევნის ტოქსინებს შემაერთებელი ქსოვილიდან და ხელს უწყობს ცხვირხახის ლორწოვანის ფუნქციონირებას. ხოლო ენგისტოლი (ტაბლეტებში), რომელიც გამოირჩევა ანტივირუსული მოქმედებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!