27 აპრილს , ქალაქ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი სახელწოდებით “ბიორეგულაციური სისტემური მედიცინა
კლინიკურ პრაქტიკაში. აქტუალური პრობლემები – ახალი გადაწყვეტილებები“.
სიმპოზიუმი გერმანული კომპანია ”ჰეელი”-სა და მისი ოფიციალური წარმომადგენელის, შპს „ბიომედიკა“-ს ორგანიზებით უკვე მეთექსმეტედ ჩატარდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კომპანია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა უცხოელმა და ქართველმა პროფესორებმა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო ბერნდ საილჰაიმერი მ.მ.დ. საერთაშორისო ბიორეგულაციური თერაპიის სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბადენ-ბადენი, გერმანია. მისი მოხსენება შეეხებოდა ბიორეგულაციური მედიცინის კლინიკური მტკიცებულებების ბაზას და თანამედროვე კვლევას.
სიმპოზიუმს 200-ზე მეტი ექიმი დაესწრო და თითოეული მათგანისთვის, სიმპოზიუმი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ფასდაუდებელი სამედიცინო პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას, რაც შესაძლებელს ხდის, მოკლე დროში, წლების განმავლობაში ნაცადი ეფექტური და საიმედო სამედიცინო პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და ასევე, იმ უნარ ჩვევების გაღრმავებას, რომელთაც ექიმები ყოველდღიურ პრაქტიკაში იყენებენ.