დაავადების მკურნალობისას, ეტიოლოგიური თერაპიის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომურ და პათოგენეტიკურ თერაპიას. ეს ისაა, რასაც ყოველი ექიმი იყენებს თავის პრაქტიკაში.
დაავადება – მთლიანი ორგანიზმის ტანჯვაა (დაზიანებაა). არ არსებობს რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის სრულიად იზოლირებული დაავადება, ანუ ადგილობრივი ავადმყოფობა. ნებისმიერი დაავადებისას, დიდი ან მცირე ხარისხით, ჩართულია მთელი ორგანიზმი, რაც არ გამორიცხავს ძირითადი დაზიანების არსებობას ამა თუ იმ ორგანოში, ან ორგანიზმის ნაწილში.
ბიორეგულაციური თერაპია იძლევა ახალ შესაძლებლობას, თანამედროვე პრაქტიკაში, თერაპიის სიმპტომური და პათოგენეტიკური პრინციპების რეალიზაციისთვის.
კონკრეტული დაავადების თერაპიისას ნებისმიერი პრაქტიკის ექიმს შეუძლია გამოიყენოს ცალკეული ბიომარეგულირებელი პრეპარატი – გამოხატული ორგანოტროპული მოქმედებით, მაგ.: გინეკოლოგი: გინეკოჰელი, მეტრო-ადნექს-ინელი; ოტოლარინგოლოგი: ეუფორბიუმ კომპოზიტუმი, ანგინ-ჰელი; პულმონოლოგი: ბრონჰალის-ჰელი, ტარტეფედრელი; გასტროენტეროლოგი: გასტრიკუმელი, ნუქს ვომიკა-ჰომაკორდი და სხვ.
ამგვარად მიიღწევა დაავადების სიმპტომების აღმოფხვრა არა სიმპტომების დათრგუნვის ხარჯზე, არამედ ბიორეგულაციური პროცესების აღდგენის მეშვეობით, ანთებითი პროცესის დასრულებით, სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებით და ა.შ.
დაავადების მსუბუქი ფორმისას ამის მიღწევა მონოთერაპიის მეშვეობითაა შესაძლებელი. დაავადების უფრო გამოხატული გამოვლინებისას ბიომარეგულირებელი პრეპარატები სტანდარტულ თერაპიასთან ერთობლივად გამოიყენება.
ბიომარეგულირებელი მიდგომის საფუძველზე შეიძლება გაითვალოს დაავადების განვითარების პათოგენეტიკური მექანიზმის მთელი სირთულე. ზემცირე დოზებისა და მოქმედი კომპონენტების მეშვეობით შესაძლებელია მათი კომპლექსური გამოყენება ტიპიური და ორგანული პათოლოგიური პროცესების თავიდან ასაცილებლად, მაგ.: დრენაჟი – ლიმფომიოზოტი და გალიუმ-ჰელი; ანთება – ტრაუმელი; იმუნომოდულაცია – ენგისტოლი, ექინაცეა კომპოზიტუმი; მეტაბოლური დარღვევა – ჰეპარ კომპოზიტუმი, უბიქინონ კომპოზიტუმი, კოენზიმ კომპოზიტუმი; სისხლის მიმოქცევის დარღვევა – ანგიო-ინელი, კორ კომპოზიტუმი; დარღვევები ცნს-ის მხრივ – ცერებრუმ კომპოზიტუმი, იგნაცია-ჰომაკორდი, ნევროჰელი და ა.შ.
ბიომარეგულირებელი მიდგომის საფუძველზე ექიმს შეუძლია ჩაატაროს, პრაქტიკულად ნებისმიერი პათოლოგიური პროცესის, პათოგენეტიკური ბიორეგულაციური თერაპიის კურსი.
ამგვარად, შესაძლებელი ხდება სტანდარტული თერაპიის ჩატარებისას შემცირდეს გვერდითი ეფექტების რაოდენობა, ამაღლდეს მისი ხარისხი, ეფექტურობა და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა.