მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი მორბენალი სტრიქონის ტექსტი 

ანთებისადმი თანამედროვე მიდგომა

სახსრებისა და კუნთების დაავადებები ფართოდაა გავრცელებული, მათ შორისაა ართრიტი, ქსოვილის ანთებითი პროცესი და ა.შ.

ნებისმიერი ტრავმასა და  შეხორცების პროცესს ხომ ყოველთვის თან ახლავს ანთებითი რეაქცია, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პრობლემა აბსოლუტურად ყველას ეხება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ანთება არის არა დაავადება, არამედ სიმპტომი, უფრო სწორად კი, მთელი სიმპტომოკომპლექ­სი. ანთებისათვის დამახასია­თებელი ნიშნებია: ტკივილი, შეშუპება, ტემპერატურის მატება და დაზიანებული ორგანოს ფუნქციის დარღვევა (მაგ. სა­ხსარში). ანთების ნიშნების დათრგუნვა პრაგმატული, არცთუ სწორი მეთოდია, რამდენადაც ანთებით პროცესს გააჩ­ნია თავისი დადებითი მხარეები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ორგა­ნიზმისათვის. სწორედ ამიტომ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აცე­ტილსალიცილის მჟავა, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, პარაცეტამოლი და სხვა) გამოყენება სადაო საკითხია.

ძველად ექიმებმა იცოდნენ, რომ ანთებას (ცხელება, როგორც მას ადრე უწოდებ­დნენ) შემდგომი გაუმჯობესება მოყვება. თვით ჰიპოკრატე ამბობდა: “მომეცით ძალა, რომ გამოვიწვიო ცხელება და ნე­ბისმიერ დაავადებას განვკურნავ“. მან არ იცოდა არც იმუნური სისტემის, არც მისი მოქმედების მექანიზმების შესახებ, თუმცა სწორ დასკვნას აკეთებდა. პარაცელსი, შუასაუკუნეების ექიმი კი, ცხელებას ბუ­ნებრივ მკურნალს უწოდებდა.

ამ ფენომენის შესწავლის საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა თანა­მედროვე ჰომეოპათიის განვითარებით – ე.წ. ბიორეგულაციური თერაპია. მისი ფუძემდებელი, გერმანელი ექიმი და მეცნიერი, ჰანს ჰაინრიხ რეკევეგი თავის ნაშრომებში აღნიშნავს, რომ „ანთების ცეცხლში იწვის დაავადება“. მისი თეო­რიიდან გამომდინარე, ანთება საშუალე­ბას იძლევა მოახდინოს ორგანიზმში და­გროვილი ტოქსინების მობილიზება და უსაფრთხოდ გამოდევნოს ისინი. ასეთი მიდგომა საფუძვლად დაედო სხვადას­ხვა დაავადებების სამკურნალო ეფექტუ­რი პრეპარატების შექმნას.

ტრაუმელ S – ანთების ეფექტური მოდულატორი

ტრაუმელ S ერთ-ერთი ყველაზე ცნო­ბილი, თანამედროვე ბიომარეგულირე­ბელი პრეპარატია, რომელიც ახდენს ანთებით პროცესზე ზემოქმედებას. მის შემადგენლობაში 14-მდე მცენარეული და მინერალური წარმოშობის კომპონე­ნტია. ზოგიერთი მათგანი (მაგ. ექინაცეა) ებრძვის უშუალოდ ინფექციის გამომწვე­ვს, ზოგი (არნიკა, აკონიტი) აუმჯობესე­ბს სისხლძარღვების მდგომარეობას. გვირილისა და კრაზანას ექსტრაქტი კი ხსნის მწვავე ტკივილს. მათი კომბინაცია გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მუ­შაობაზე.

ტრაუმელ S ამყარებს წონასწორობას ლიმფოციტებს შორის, ისე რომ ებრძვის ანთებას და ამავდროულად არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას ან სხვა გვერდით ეფექტს. პრეპარატი ინიშნება ანთებით მიმდინარე მრავალი სხვადასხვა დაავადების დროს – ტრავმე­ბიდან და სახსრებში მწვავე ტკივილით დაწყებული, კანის ქრონიკული პათო­ლოგიებით დამთავრებული.

ტრაუმელ S ყველაზე მეტად შესწავლი­ლი ბიომარეგულირებელი პრეპარატია. ექიმებისათვის ცნობილია როგორც მისი მოქმედების მექანიზმი, ისე გამოყენების თავისებურებები. კონკრეტული დაავა­დების მიხედვით გამოიყენება ინექციის (მაგ. ინტრამუსკულარულად, მტკივანი კუნთის მიდამოში), წვეთების, აბებისა და
მალამოს (დაიტანება მტკივან ადგილას ან დაზიანებული სახსრის არეში) სახით.

კლინიკური კვლევებით ნაჩვენები იქნა, რომ ტრაუმელ S ეფექტურობით არ ჩა­მოუვარდება ჩვეულებრივ ანთების საწი­ნააღმდეგო საშუალებებს (მაგ. დიკლო­ფენაკს). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, ეპიკონდილიტის დროს შედეგი ტრაუმელის შემთხვევაში 4-ჯერ უფრო სწრაფად დგება დიკლოფენაკთან შედარებით. შესაბამისად, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბიომარეგულირე­ბელი საშუალებები შედარებით ნელა მოქმედებს, მცდარია. ამგვარად ტრაუ­მელ S სწრაფად და ეფექტურად უმკლა­ვდება პრობლემას, რაც ასე მნიშვნელო­ვანია მტანჯველი ტკივილის დროს.

თანამედროვე კვლევები ტრაუმელ S-ის შესახებ

რევმატიზმის დაძლევის ევროპის ლიგის მიერ დადასტურებულ იქნა ტრაუმელ S-ის ეფექტურობა. აგვისტოს თვეში გა­მოქვეყნდა დიდი კლინიკური კვლევის (TAASS) შედეგები, რომელიც მიმდი­ნარეობდა თანამედროვე მტკიცებითი მედიცინის პრინციპების შესაბამისად. კვლევით შესწავლილ იქნა პრეპარატის მოქმედება კოჭ-წვივის სახსრის ტრავმი­სა და დაჭიმულობის დროს, რამაც აჩვე­ნა, რომ ტრაუმელ S თავისი შედეგით არ ჩამოუვარდება ტრადიციულ ანთე­ბისსაწინააღმდეგო საშუალებებს (დიკ­ლოფენაკს). სწრაფად ახდენს ტკივილის მოხსნა და კუჭ-წვივის სახსრის ფუნქციის აღდგენას.

შედარებით ადრე ჩატარებული სამეც­ნიერო კვლევების შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ ტრაუმელ S ხასიათდება კა­რგი ამტანობით, ვიდრე ანთების საწი­ნააღმდეგო არასტეროიდული საშუალე­ბები და სხვა პრეპარატები, რის გამოც ეფექტურ და უსაფრთხო ნატურალურ ალტერნატივას წარმოადგენს.

ანთების საწინააღმდეგო არსტეროიდუ­ლი საშუალებები, როგორიცაა დიკლო­ფენაკი და იბუპროფენი, დიდი ხანია გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, თუმცა მისი გამოყენება დაკავშირებულია მთელ რიგ გვერდით ეფექტებთან: გულისრევა, კუჭის ტკივი­ლი, აირების დაგროვება, ღებინება.

გერმანიაში 2012 წელს ჩატარებული იქნა გამოკითხვა 250 ადამიანის მონა­წილეობით, რომლებიც მოიხმარდნენ ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროი­დულ საშუალებებს. გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 63%-მა იცოდა პრეპა­რატის გვერდითი ეფექტების შესახებ, 18%-ში აღინიშნებოდა არასასურველი მოვლენები და 92%-მა განაცხადა, რომ არ მიიღებდა აღნიშნულ პრეპარატს ეფექტური ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში.

TAASS კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ტრაუმელ S (მალამო) – ერთადერთი ნატურალური საშუალე­ბაა, რომლის ეფექტურობაც კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობის დროს 1%-იანი დიკლოფენაკის გელის ანალო­გიურია.

„ტრავმებს შორის კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა ერთ-ერთი ყველა­ზე გავრცელებული პრობლემაა. ამასთან ბევრი არ მიმართავს ექიმს, რადგან ტრავმას უმნიშვნელოდ მიიჩნევს, თუმცა მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვე­ვაში ანთება ქრონიკულ ხასიათს იღებს და სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს თვეებისა და წლების მანძილზე. მკურნა­ლობის ძირითად კონცეფციას ტკივილის გაყუჩება წარმოადგენს. კვლევებით და­დასტურებული იქნა ასევე ტრაუმელ S-ის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ეს არის საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრა­ვმის შემდგომ პერიოდში, ადრეულ სტა­დიაზე“, – განაცხადა კვლევის შედეგების წარდგენისას პროფესორმა კეტი სპიდმა (დიდი ბრიტანეთი, კემბრიჯის ჯანმრთე­ლობის ცენტრი).

ამგვარად, ბიომარეგულირებელი საშუა­ლებებისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად დამზადებული პრეპარატი ტრაუმელ S აღიარებულია თანამედრო­ვე მედიცინის მიერ, როგორც ანთებითი დაავადებებისა და ტრავმების სამკურ­ნალო მაღალეფექტური პრეპარატი. იგი განიხილება არა მხოლოდ როგორც დამატებითი თერაპიის სახით, არამედ წარმოადგენს მკურნალობის სრულფა­სოვან უსაფრთხო ალტერნატივას.