საპასუხისმგებლო თვითდახმარება

თანამედროვე მსოფლიოში პაციენტები სულ უფრო მეტ აქტიურ პოზიციას იკავებენ საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. გაითვალისწინა რა ეს, 1998 წელს ჯმო-მ შემოიტანა ოფიციალური ტერმინი „საპასუხისმგებლო თვითდახმარება“.
ამ ტერმინით ჯმო აწესებს პაციენტის პირად პასუხისმგებლობას, გარკვეულ სიტუაციაში, განსაზღვრულ სამკურნალწამლო პრეპარატების თავისთვის ან თავისი ახლობლებისთვის გამოყენებისას; პრეპარატების სია ასევე ჯმო-ს მიერ არის დადგენილი.

საპასუხისმგებლო თვითდახმარება - დაავადების სიმპტომების ადრეული გამოვლენა ყველაზე ადრეულ სტადიაზე, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება მსუბუქი შეუძლოდ ყოფნის დროს:
- ქრონიკული დაავადების გამწვავება - ექიმთან მიმართვამდე;
- პირველი სამედიცინო დახმარება - ექიმის დახმარებამდე.

საპასუხისმგებლო თვითდახმარების უპირატესობას წარმოადგენს პაციენტის დროისა და საშუალების ეკონომია, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ეს ყოველივე იმ პირობით, რომ ე.წ. „სახიფათო სიტუაციის“ (ჯმო-ის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სიტუაციური მახასიათებელის) წარმოშობისას საჭიროა ექიმთან დროული მიმართვა.

მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური კომპონენტების შემცველი (მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის) ბიომარეგულირებელი პრეპარატები ფლობენ მაღალი პროფილის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად აფართოებენ შესაძლებლობებს საპასუხისმგებლო თვითდახმარებისთვის. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ბიომარეგულირებელ პრეპარატებს თითქმის არ გააჩნია უკუჩვენება და გვერდითი ეფექტი, ასაკობრივი შეზღუდვა, გართულებები. სწორედ ეს თვისება, ასევე, მრავალი თანამედროვე სამკურნალწამლო ფორმით (ტაბლეტები, წვეთები, სპრეი, სანთლები, საინექციო ხსნარი) არსებობა საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ისინი თვითდახმარებისთვის.

საპასუხისმგებლო თვითდახმარების კონკრეტული სიტუაციების რეკომენდაციების მიღება შესაძლებელია აქ