კომპანია ჰეელ-ის ისტორია

ფარმაცევტული კომპანია „ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ“ (Biologische Heilmittel Heel GmbH), _ კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ევროპულ ტრადიციულ მედიცინასა და ჰომეოპათიაში მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა, გერმანელმა, შთამომავლობით ექიმმა და მეცნიერმა ჰანს ჰაინრიხ რეკევეგმა (1905-1985) ჰომეოპათიური წამლების კომპანია Heel -1936 წელს დაარსა. მის მთავარ მიზანს აკადემიურ მედიცინასა და ჰომეოპათიას შორის ხიდის გადება წარმოადგენდა.

 

1963 წელს ბადენ-ბადენის (გერმანია) გარეუბანში დიდი თანამედროვე ფარმაცევტული ქარხანა ამოქმედდა. მას შემდეგ Heel-ის პრეპარატებმა, დადასტურებული ეფექტურობითა და უსაფრთხოების წყალობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექიმთა და სპეციალისტთა აღიარება დაიმსახურა.

 

დღეისათვის, სამკურნალო საშუალებათა შემადგენელი კომპონენტები, ქარხანაში მოხვედრამდე, მკაცრად მოწმდება და საგულდაგულოდ ირჩევა. Heel-ის წარმოებაში ხარისხის კონტროლს უდიდესი ყურადღება ექცევა! სამკურნალო ნედლეულს Heel-ი მხოლოდ საიმედო მომწოდებლებისგან იძენს და იმავდროულად თვითონაც ამოწმებს მოწოდებულ მასალას. გამომშვებ ხაზებზე Heel-ის აბსოლუტურად ყველა პრეპარატი დაკვირვებით მოწმდება შეფუთვის (მინის) სიმყარეზე, უცხო სხეულაკების შემცველობაზე და ა.შ. მცირე შეუსაბამობის შემთხვევაშიც კი პრეპარატს წუნი ედება და იმწამსვე ხაზიდან ვარდება. ფირმის შიდა ლაბორატორიაში პრეპარატების სხვადასხვა საკონტროლო ანალიზი მიმდინარეობს.

 

დღეს ქარხნის საწარმოო ხაზები თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.   კომპანიის საწარმოები თანამედროვე სტანდარტებს სრულად პასუხობს. Heel-ის პრეპარატების წარმოების პროცესი თვით GMP-ის და FDA-ის უმკაცრეს ნორმებს სავსებით აკმაყოფილებს.

 

სამკურნალო საშუალებათა ასორტიმენტი 1500 პრეპარატზე მეტს ითვლის. გამოყენებულია გამოშვების ყველა თანამედროვე სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო სითხე (ამპულები), ტაბლეტები, წვეთები, სანთლები, მალამო, გელი და სპრეი - განსხვავებული შემადგენლობითა და კომპონენტების რაოდენობით (სპეციალური, კომპოზიტუმები, ჰომაკორდები, ინელები).