ჰეელ-ი საქართველოში

გერმანული ფარმაცევტული კომპანია Heel-ის პრეპარატების წარდგენას საქართველოში 1996 წლიდან კომპანია "ნატუროპათი" ახორციელებდა. ექიმების მიერ Heel-ის პრეპარატების გამოყენების სწავლება ჩვენს ქვეყანაში სწორედ "ნათუროპატი"- ს მაქსიმალური ძალისხმევით წარიმართა. დღეისათვის საქართველოში კომპანია Heel-ის ოფიციალური წარმომადგენელი ფირმა "ბიომედიკა" გახლავთ. "ბიომედიკა"-ს მიზანია, ორგანიზმის ჯანმრთელობის აღდგენა-დაცვის თვალსაზრისით კომპლექსური ბიომარეგულირებელი პრეპარატების შესაძლებობა და სარგებლიანობა გააცნოს საქართველოს სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტებს და რიგით მოქალაქეებსაც.
კომპანიის პრიორიტეტია პაციენტს, ფარმაცევტსა და ექიმს შორის აქტიური პარტნიორობა საპასუხისმგებლო თვითდახმარების საკითხში ძალების გასაერთიანებლად.
საქართველოში დარეგისტრირებული 30-ზე მეტი პრეპარატი ნებისმიერი სპეციალობის ექიმისთვის ყველაზე მოთხოვნადია. ეს რეალობა ქმნის ერთიან სისტემას – "ექიმი-პაციენტი-ფარმაცევტი", რაც უზრუნველყოფს საპასუხისმგებლო თვითდახმარების მოთხოვნებს და კურნავს პაციენტს მისი ორგანიზმის მთლიანობის გათვალისწინებით.
პრეპარატების პოპულარობა მუდმივად იზრდება. ამას ადასტურებს მათი მოთხოვნადობა და ეფექტურობა. მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას კი აპირობებს მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისა და თანამედროვე აპარატურაზე წარმოების ორიგინალური ტექნოლოგიების გამოყენება.

 

ჯანმრთელი მომავალი ჰეელ-თან ერთად