ბიორეგულაციური მედიცინა

ბიორეგულაციური მედიცინა - თანამედროვე მედიცინის მიმართულებაა, ის პაციენტის ორგანიზმს განიხილავს,  როგორც ერთიან ბიოლოგიურ სისტემას.  მის მიერ გამოყენებული მეთოდები ორგანიზმში ბუნებრივად ჩადებული თვითრეგულაციისა და თვითაღდგენის მექანიზმების ნორმალურად მიმდინარეობის   წინაპირობას ქმნის. რისი ფუნქციონირებაც ორგანიზმის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარია.

 

საქართველოს ევროინტეგრაციის პოლიტიკა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიორეგულაციური მედიცინა ეფექტურად ავსებს სამედიცინო დახმარების ზოგადად მიღებულ სტანდარტებს. თანამედროვე ჯანდაცვაში, ბიორეგულაციური მედიცინის მნიშვნელობას ხაზს უსვამს 2014-2023წ-თვის ჯმო-ის მიერ სახალხო მედიცინის სფეროსთვის შემუშავებული სტრატეგია. ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზრუნვაში ამ სტრატეგიის მიზანი სწორედ ბიომარეგულირებელი მეთოდების როლის ამაღლებაა. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ამ მეთოდების ეფექტურობაზე მეტყველებს პოზიტიურად განწყობილ პაციენტთა რიცხვი: 84% - ევროპაში, 70% - კანადაში, 50% - ამერიკაში.

 

ბიომარეგულირებელი თერაპიის მნიშვნელოვანი მიღწევაა ისიც, რომ ექიმების მომზადებისა და გადამზადების ევროპულმა სისტემამ აღიარა მისი მეთოდები. დღეისათვის ბიორეგულაციურ მედიცინას მეთოდებისა და ეფექტურობის დამამტკიცებელი მძლავრი ბაზა მოეპოვება. ამ მეთოდის პოპულარობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, საქართველოშიც გაზრდის ბიორეგულაციური მედიცინის პერსპექტივას. ეს კი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.