Tartephedreel N / ტარტეფედრელ N

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი. 
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვალური გამოყენებისთვის. 
შემადგენლობა: 100გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს - Kalium stibyltartaricum D4, Atropa belladonna D4, Natrium sulfuricum D4, Arsenum iodatum D6 - შესაბამისად 10 გ; Blatta orientalis D6, Lobelia inflata D4, Cephaelis ipecacuanha D4, Naphthalinum D6, Illicium verum D3 - შესაბამისად 5 გ; ასევე Ethanol 35vol%.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას.

უკუჩვენება: მომატებული  ინდივიდუალური  მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. 
გვერდითი ეფექტი: პრეპარატის კომპონენტებებზე ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია.

დოზირება და მიღების წესი: 10 წვ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე შემთხვევაში ასაკობრივი ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში ერთხელ - არა უმეტეს 2 სთ-ისა.  

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. 
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:  შ.პ.ს. "ბიომედიკა", 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. №4.

 

22-12-2014, 17:13