Berberis-Homaccord / ბერბერის-ჰომაკორდი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი: 1.1 მლ ამპულაში.

შემადგენლობა: 1,1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: Berberis vulgaris D4, Berberis vulgaris D10,

Berberis vulgaris D30, Berberis vulgaris D200 შესაბამისად 0,4 მლ, Citrullus colocynthis D4, Citrullus colocynthis D10, Citrullus colocynthis D30, Citrullus colocynthis D200, Veratrum album D5, Veratrum album D10, Veratrum album D30, Veratrum album D200 შესაბამისად 0,3 მლ. ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.
ჩვენება: საშარდე სისტემის და სანაღვლე გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები - კონკრემენტებით და მის გარეშე.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
გვერდითი ეფექტი: არ არის დადგენილი.

დოზირება და გამოყენების წესი:  სტანდარტული დოზა: მოზრდილებში (და ბავშვებში 12 წლიდან): 1 ამპულა (1.1 მლ) კვირაში 1-3-ჯერ კუნთში, კანქვეშ ან ვენაში. 1-დან 6 წ-მდე - 1/2 ამპ; 6-დან 12 წ-მდე - 3/4 ამპ.

განსაკუთრებული მითითება: ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების აუცილებლობას ექიმი წყვეტს ინდივიდუალურად.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთმოქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 15-დან 25 C ტემპერატურამდე.
 შეფუთვა: 5, 10, 50 ან 100 ამპულა შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირიბები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა:

ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:

შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქ. 14.

 

 

22-12-2014, 13:06