Lithiumeel / ლითიუმელი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები  სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს Lithium carbonicum D3, Colchicum D4, Ferrum phosphoricum D6, Natrium carbonicum D4 - შესაბამისად 30 მგ; Nux vomica D6, Rhus toxicodendron D6 - შესაბამისად  90 მგ; ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენება: რევმატოიდული ართრიტი, დიათეზი - პოდაგრის და რევმატიზმის შემთხვევაში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა  პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ. არ მიიღება ფეხმძიმობისას და Rhus toxycodendron-ის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დოზირება და გამოყენების წესი: ჩვეულებრივ - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას - 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთმოქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის  (ყოფ. ხილიანის) 14.

 

22-12-2014, 11:07