Hepeel N / ჰეპელ N

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს - Chelidonium D4, Nux moschata D4 - შესაბამისად 30 მგ; Phosphorus D6 - 15 მგ, Veratrum D6 - 60 მგ; Colocynthis D6 - 90 მგ, Lycopodium D3, China D3 - შესაბამისად 30 მგ; Carduus marianus D2 - 15 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენება: ღვიძლის ფუნქციის პირველადი და მეორადი დარღვევები, ღვიძლის სხვადასხვა დაზიანებები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ. გაძლიერებული მგრძნობელობა ქინინის  მიმართ.
გვერდითი ეფექტი: პრეპარატების შემადენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

დოზირება და მიღების წესი:  ჩვეულებრივ - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით. მწვავე მდგომარეობისას - 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბ. შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს. „ბიომედიკა“, 0171 თბილისი, ს. ჩიქოვანის  (ყოფ. ხილიანის) №4.

 

 

 

 

21-12-2014, 23:43